ეკონომიკა

„მადნეულს“ მფლობელი შეეცვალა

21 ოქტომბერი, 2011 • 1053
„მადნეულს“  მფლობელი შეეცვალა

სს „მადნეულის” აქციათა 99,15%-ის მფლობელი ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანია „ჯი.პი.ემ. ჯორჯია ბი.ვი” გახდა. კომპანია ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს.

კომპანია „ჯი.პი.ემ. ჯორჯია ბი.ვი.“, ნიდერლანდებშია რეგისტირებული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიამ  2011 წლის 5 სექტემბერს სს „მადნეულის“ 12721979 ჩვეულებრივი აქცია შეიძინა.  რაც  სს „მადნეულის“ ხმის უფლების მქონე აქციათა საერთო რაოდენობის 99,1566%-ს შეადგენს.  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანია  აცხადებს სატენდერო შეთავაზებას სს „მადნეულის“ ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე.

შემთავაზებელი მზადაა, გამოისყიდოს სს „მადნეულის“ 108216 ჩვეულებრივი აქცია.  ფასი, რომლითაც შემთავაზებელს სურს აღნიშნული აქციების გამოსყიდვა, შეადგენს 2,076 აშშ დოლარს. აქციონერების განცხადებები გაყიდვაზე თანხმობის თაობაზე წარდგენილ უნდა იქნას სატენდერო შეთავაზების ვადის განმავლობაში 2011 წლის 20 ოქტომბრიდან 2011 წლის 20 დეკემბრამდე.. შემთავაზებელი აცხადებს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, აქციების შესყიდვა მოხდება სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი