ეკონომიკა

სს „მედნეული“ ლიცენზიის პირობების დარღვევას აღიარებს

19 ოქტომბერი, 2011 • 1111
სს „მედნეული“  ლიცენზიის პირობების დარღვევას აღიარებს

სს „მედნეულის“ გენეარლური დირექტორის გიორგი დევაძის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტროსათვის ორი ლიცენზიის დაბრუნება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. როგორც დევაძემ „ნეტგაზეთს“ განუმარტა, „აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების არეალი რაჭის და ბოლნისის რაიონის საბადოებზე ვრცელდება. ჩვენ ჩავატარეთ ძებნა–ძიებითი სამუშაოები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ლიცენზიის პირობები დაგვეკმაყოფილებინა .“

ამ ეატპზე სს „მადნეული“ ძირითად ლიცენზიას ფლობს და კომპანიის საქმიანობას პრობლემები არ შექმნია. „კომპანია მოიპოვებს სპილენძის და ოქროს მადანს და ჩვენი საბოლოო პროდუქტი არის სპილენძის კონცენტრატი. წელიწადში ვამუშავებთ 2 მლნ 400 ათას ტონას და ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გაგვაქვს. პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ არსებობს. მსოფლიო ბაზარზე 1 ტონა სპილენძის კონცენტრატის ფასი 7 500 დოლარია. კომპანიის დათვლილი მარაგები 13 მილიონ ტონას შეადგენს “– ამბობს დევაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი