ეკონომიკა

„მადნეულს “ ლიცენზია ჩამოართვეს

17 ოქტომბერი, 2011 • 1036
„მადნეულს “ ლიცენზია ჩამოართვეს

ენერგეტიკის სამინისტრომ კომპანია „მადნეულს’’, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია ოფიციალურად ჩამოართვა ორ  საბადოზე. აქამდე “მადნეულს” ლიცენზია სულ 37 საბადოზე ჰქონდა.

ამ კომპანიამ წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზია 2005 წელს იყიდა. როგორც „ნეტგაზეთს“ ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, ლიცენზიის ჩამორთმევის მიზეზი სამინისტროს მიერ მონიტორინგის ჩატარების შედეგად აღმოჩენილი სალიცენზიო პირობების დარღვევა გახდა.

ლიცენზიის გაყიდვის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში  ორმა კომპანიამ – „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ და „ანგლო ჯორჯიან მაინინგ კომპანიმ “– მიიღო. ლიცენზიის საწყისი ფასი 30 მილიონი ლარი იყო. ტენდერის შედეგად, წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზია კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ 93 მილიონ 500 ათას ლარად იყიდა.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზია უპრეცედენტოდ მაღალ ფასში გაიყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი