საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოქტომბრის  ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო. 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით  სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები ჩატარდება. ფასებზე დაკვირვებას ფასების 20 რეგისტრატორი განახორციელებს საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში. ფასები შეგროვდება 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე. კვლევის მიზანი 2011 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებაა. ოქტომბრის  ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *