ეკონომიკა

ბაქო თბილისი ჯეიჰანის მაგისტრალით 214 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა

7 ოქტომბერი, 2011 • • 1123
ბაქო თბილისი ჯეიჰანის მაგისტრალით 214 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2011 წლის აგვისტოში ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენით 28 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდა. ივლისში –25 მილიონი ბარელი, ხოლო ივნისში– 27 ბარელი ნავთობი.  ნედლი ნავთობის გადაზიდვის მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე რეკორდული 2011 წლის მარტი იყო. ამ თვეში 29 მლნ ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა მოხდა. ჯამში 2011 წლის 8 თვეში ბაქო თბილისი ჯეიჰანის მაგისტრალით 214 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი