ეკონომიკა

აგროდაზღვევის წილი კომპანიების პორტფელში დაბალია

6 ოქტომბერი, 2011 • • 997
აგროდაზღვევის წილი კომპანიების პორტფელში დაბალია

2011 სადაზღვევო კომპანიებმა ფერმერების მიერ მოყვანილი მარცვლოვანი კულტურები – ხორბალი და სიმინდი –პირველად დააზღვიეს. გაზაფხულზე და ზაფხულში შექმნილი მეტეოროლოგიური პრობლემების გამო ფერმერების ნაწილი, რომელმაც ჰიბრიდული სიმინდი დათესა, დაზარალდა.

მარცვლოვანი  კულტურები ორმა სადაზღვევო კომპანიამ, ”ჯიპიაი ჰოლდინგმა” და ”ალდაგი ბისიაიმ”, დააზღვია.  როგორც ”ალდაგი ბისიაის” გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ”ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, სადაზღვევო კომპანიას ზარალის ანაზღაურების  შესახებ მხოლოდ ორმა ფერმერმა მიმართა. ”ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკითხის  შესწავლა და ზარალის მიზეზების გამოკვლევა”_ ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით,  კომპანიის სადაზღვევო პაკეტში აგროდაზღვევის წილი ძალიან დაბალია. მარცვლეულის გარდა, სადაზღვევო კომპანია, სხვა კულტურებს არ აზღვევს. თუცა გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 2012 წლიდან სადაზღვევო კომპანიამ ფერმერებს ყურძნის მოსავალი დაუზღვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი