ეკონომიკა

სადაზღვევო სექტორის ზარალი 2011 წელს

5 ოქტომბერი, 2011 • 920
სადაზღვევო სექტორის ზარალი 2011 წელს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 5 ოქტომბერს, 13.00 საათზე, ეროვნულ ბანკში სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებს  შეხვდება. მხარეები  სადაზღვევო სექტორში არსებული ვითარებას შეაფასებენ.

სადაზღვევო სექტორი  2011 წელს პირველად გავიდა ზარალზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტორის 2011 წლის პირველ ნახევარის ზარალმა მილიონ 700 ათას ლარს გადააჭარბა, მაშინ, როცა 2010 წელს სექტორმა 33 923 360 ლარის მოგება ნახა.

ორი კვარტლის მონაცემებით, 6 ლიდერი სადაზღვევო კომპანიიდან მოზიდული პრემია მხოლოდ ორმა („ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი ბისიაი“) გაზარდა. დანარჩენმა კომპანიებმა კი იზარალეს.  მიზიდული პრემიების მოცულობა ამავე პერიოდში 16%-ით შემცირდა.

2011 წელი  წარუმატებელი აღმოჩნდა ორი სადაზღვევო კომპანიისათვის– „ვესტისა“ და „მობიუსისათვის“, რომლებიც გაკოტრდნენ. კომპანიებმა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმების თხოვნით მიმართეს. ხოლო გაკოტრების რეჟიმში მყოფი სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ სამედიცინო დაზღვევის პორტფელი ბაზრის უფრო მსხვილმა მოთამაშემ „არქიმედე გლობალ ჯორჯიამ“ იყიდა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში „ჯიპიაი ჰოლდინგმა” 33,577 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა, რაც 11%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბაზარზე მოღვაწე კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 188,189 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდეს, შესაბამისად, „ჯიპიაი ჰოლდინგი” სადაზღვევო ბაზრის 17,8%-ს აკონტროლებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი