ეკონომიკა

2012 წლის ბიუჯეტი გადასახადებით შეივსება

4 ოქტომბერი, 2011 • 1374
2012 წლის ბიუჯეტი გადასახადებით შეივსება

საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის ელექტრონული ვერსია ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდზე www.mof.ge დღეს საღამოს დაიდო.  ელექტრონული ვერსიის თანახმად, 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 6,606,025.8 ლარით განისაზღვრა. აქედან საბიუჯეტო  შემოსავლების წილი 6,455,400.0 ლარია. დონორების დაფინანსებაზე კი 150,625.8 ლარი მოდის.

საშემოსავლო ნაწილში გადასახადების მოცულობა 6,100,000.0 ლარია. გრანტების წილი კი 55,400 მილიონი ლარი. სხვა შემოსავლების გრაფა 300 000 მილონ ლარს მოიცავს.

ბიუჯეტის პროექტში ხარჯვითი ნაწილი 5,836,085.7 ლარით განისაზღვრა. აქედან დონორების დაფინანსების წილი 294,972.4 ლარია.  ხარჯებიდან , შრომის ანაზღაურებისთვის 1,128,073.8 მილიონი ლარია განსაზღვრული. საქონლის  შეძენასა  და მომსახურეობაზე – 817,683.9 ლარია გაწერილი. ხარჯებში, სუბსიდიებზე 128,778.8 მილიონი ლარი მოდის. აქედან დონორების დაფინანასების წილი 48,625.3 ლარია. გრანტების წილი ხარჯებში 1,093,893.8 ლარით განისაზღვრა, სადაც დონორების წილი 2,542.4 ლარია.  სოციალური უზრუნველყოფის სექტორი  1,645,872.6 ლარს მიიღებს. სხვა ხარჯების გრაფაში 592,677.6 ათასი ლარია გაწერილი, სადაც დონორების წილი 243,804.8 ლარია.

2012  წლის ბიუჯეტის საგრანტო გეგმა  206,025.8  მილიონი ლარია. ბიუჯეტი საერთაშორის ორგანიზაციებიდან  71,902,8 მილიონ ლარს მიიღებს. მიმდინარე დანიშნულების გრანტების მოცულობა 59,375.5 მილიონი ლარია.  55,400.0 მილიონ ლარს გრანტის სახით ბიუჯეტი ევროკავშირის ქვეყნებიდან მიიღებს. თუმცა რა მოცულობას საიდან პროექტში დაკონკრეტებული არ არის.

გადასახადების კუთხით, მთავრობა ბიუჯეტში  6,100,000.0 ლარის მობილიზებას გეგმავს.  გადასახადები შემოსავლებზე, მოგებასა და კაპიტალის ღირებულების ნაზრდზე 2,350,000.0 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირებიდან ამოსაღები გადასახადების გეგმა 1,530.000.0 ლარია. საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტში 1,530.000.0 ლარი უნდა შევიდეს. საგადასახადო საწარმოებიდან – 820,000.0 ლარია განსაზღვრული, ხოლო მოგების გადასახადის წილი  გადასახადებში 820,000.0 ლარია.  გადასახადები საქონლის მომსახურებაზე 3,600,000.0 ლარია. საყოველთაო გადასახადები საქონლის მომსახურებაზე 2,980,000.0ლარი.  დამატებითი ღირებულების გადასახადის წილი 2,980,000.0 ლარია.  აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში 620,000.0 ლარის მობილიზებაა დაგეგმილი. გადასახადები საგარეო ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებზე 110,000.0 ლარს შეადგენს.  იმპორტის გადასახადის წილი 110,000.0 ლარია. სხვა გადასახადებზე კი 40,000.0 ლარი მოდის.

კერძო საკუთრების სექტორიდან, ბიუჯეტის პორექტით შემოსავლების სახით 300,000.0 ლარის მიღებაა დაგეგმილი.

2012 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება ყველაზე უხვია და 6,898.2 ლარით განისაზღვრა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბიუჯეტიდან 721.000 ლარით დაფინანსდება. საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატი 21.5 ათას  ლარს მიღებს. საქართველოს მთავრობის კანცელარია  450.0  ათას ლარს.  კონტროლის პალატა 1,723.8 ლარს, აქედან ამ უწყების დაფინანსებაში დონორების წილი 316,2 ლარია.  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიუჯეტიდან 1,620.0 ლარით დაფინანსდება.  საკონსტიტუციო სასამართლო 150.000 ლარს მიიღებს, ხოლო უზენაესი სასამართლო 195 000 ლარს. საერთო სასამართლოების დაფინასების მაჩვენებელი კი 820 000 ლარია. საქართველო იუსტიციის უმაღლესი საბჭო  ბიუჯეტიდან 10.000 ლარს მიიღებს.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი  20.000 ლარით დაფინანსდება . რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიც 20 ათას ლარს მიიღებს. ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი  29,254,3  ათასი ლარია, აქედან დონორების დაფინანსების წილი  523.9 ათასი ლარი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 1,989.5 ათას ლარს მიიღებს, სადაც დონორების წილი 53,300.0 ათასი ლარია. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 185,690.0 ათას ლარს მიიღებს. იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი კი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად 37,932.5 ათასი ლარით ფინანსდება, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ბიუჯეტი 13,156,0  ათასი ლარია.  საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 100.0 ათასი ლარია.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 49,016.4 ათასი ლარია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, პროექტის თანახმად, 48,977.0 ათას ლარს მიიღებს. საქართველოს დაზვერვის სამსახური 20.000 ათას ლარს, ხოლო  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 52,402.8 ათასი ლარით დაფინანასდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2,287.5 ათას ლარს მიღებს.  ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტი კვლავ მწირია და  1,010.0 ათასი ლარით განისაზღვრა. შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტრო 11,360.0 ათასი ლარით დაფინანსდა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 235.000ათასი ლარით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 95 ათასი ლარია, თუმცა დონორები ამ უწყებას 305.1 ათასი  ლარით დააფინანსებენ. გარემოს დაცვის სამინისტრო  1,124.3 ათას  ლარს მიიღებს, ხოლო დონორების მხრიდან 4,631,5 ათას ლარს. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეი 1,130.0 ათასი ლარია. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტი 5,700.0 ათასი ლარი.

სახალხო დამცველის აპარატი 35.0 ათას ლარს მიიღებს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი კვლავ სოლიდურია და 4.083.8 ათას ლარს შეადგენს. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 100.000 ლარს მიიღებს. საქართველოს საპატრიარქო 3,514.3 ათას ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი