ეკონომიკა

5 მილიონი დოლარი მზის ენერგიისთვისთვის

12 სექტემბერი, 2011 •
5 მილიონი დოლარი მზის ენერგიისთვისთვის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,  10 სექტემბერს ხელი მოეწერა ტექნიკურ შეთანხმებას იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) საგრანტო პროექტის “მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის” განხორციელების თაობაზე.

გრანტის ოდენობა  480 მილიონი იაპონური იენაა, რაც  დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარია.

იაპონიის მთავრობის საგრანტო პროექტი “მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვასთან” დაკავშირებით ითვალისწინებს ფოტოელექტრონული პანელების (მზის პანელების) დამონტაჟებას და, შესაბამისად, მიღებული ელექტროენერგიის გამოყენებას.

საქართველოს მთავრობის 7 სექტემბრის განკარგულების შესაბამისად, გრანტის მიმღებ ორგანიზაციებად განისაზღვრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. კერძოდ, მზის პანელები განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შ.პ.ს. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ტერიტორიებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი