ეკონომიკა

რუსეთი საქართველოს უმსხვილესი დონორი

16 აგვისტო, 2011 • 1033
რუსეთი საქართველოს უმსხვილესი დონორი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობამ მიმდინარე წლის ივლისის თვეში 99.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 165.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 0.5 მლნ. დოლარით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე, ხოლო 18.4 მლნ აშშ დოლარით მეტი – 2010 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

გასული თვის მონაცემებით, ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა – 58.7 მილიონი აშშ დოლარი  საქართველოში რუსეთიდან გამოიგზავნა. რუსეთი ლიდერ პოზიციაზე იყო ივნისშიც – 53.4 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გზავნილით.

ივნისთან შედარებით, ივლისის თვეში შემცირებულია ფულადი გზავნილების მოცულობა საბერძნეთიდან და იტალიიდან, თუმცა ისინი უწინდებურად ინარჩუნებენ მე-2 და მე-3 პოზიციას.

ივნისის მსგავსად, ივლისშიც 5.7 მილიონი აშშ დოლარი გამოიგზავნა აშშ-დან და 1.1 მილიონი აშშ დოლარი – გერმანიიდან.

ფულადი გზავნილების მიხედვით, 2011 წლის ივნისში მე-5 პოზიციაზე იყო ყაზახეთი – 5.4 მილიონი აშშ დოლარის გზავნილით, ივლისის მონაცემებში ყაზახეთი საქართველოს 10 უმსხვილესი დონორი ქვეყნის სიაში აღარ ფიგურირებს და მის ნაცვლად აღნიშნულ სიაში მხოლოდ მე-9 პოზიციაზე ჩნდება ახალი დონორი ქვეყანა ინდოეთის სახით – 1.2 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილით.

2011 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.8 მლნ აშშ დოლარი (11.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 0.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ფულადი გზავნილების მოცულობა დონორი ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

 

ფულადი გზავნილების მოცულობა ივლისი, 2011,მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ივლისი, 2010

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ივლისი, 2011

სულ

99.4

100.0

100.0

რუსეთი

53.4

59.6

59.1

საბერძნეთი

7.2

5.5

7.3

იტალია

6.8

5.3

6.8

აშშ

5.7

7.6

5.8

უკრაინა

4.3

4.6

4.4

თურქეთი

2.2

3.8

2.3

ესპანეთი

2.0

2.2

2.0

ისრაელი

1.3

1.2

1.3

ინდოეთი

1.2

0.1

1.2

გერმანია

1.1

1.7

1.1

ამავე თემაზე:

საქართველოში ფულადი გზავნილების ლიდერი ისევ რუსეთია

მასალების გადაბეჭდვის წესი