ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქერის მოსავალი გაორმაგდა

22 ივნისი, 2011 • 1339
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქერის მოსავალი გაორმაგდა

საქართველოში ქერის მოსავალი წინა წლებთან შედარებით გაიზარდა. ამ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს მონაცემებით, თუ ქერის საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 1.2-1.5 ტონა იყო, წელს ფერმერებმა 3 ტონაზე მეტი მიიღეს.

“წელს ყველა ფერმერს და გლეხს თანამედროვე ევროპული ტექნიკით სარგებლობის საშუალება აქვს. ამ ტექნიკის უპირატესობა არის ის, რომ ახალი ტიპის კომბაინებით მოსავლის აღებისას, დანაკარგი თითქმის ნულის ტოლია. მაშინ, როდესაც ძველი ტექნიკით მოსავლის 20%-ზე მეტი იკარგებოდა”, – ნათქვამის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება დაიწყო და მათგან პირველი ქერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი