ბლოგებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გადადგა

5 დეკემბერი, 2019 • 1996
გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი თემურ ნადარაია გადადგა

დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ბრძანებით, გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია თანამდებობიდან დაითხოვეს.

ნადარაიას  აღნიშნულ პოსტზე ომარ ბგანბა შეცვლის. ბგანბა აქამდე გულრიფშის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება თემურ ნადარიას გადადგომის მიზეზს, ოფიციალურ ინფორმაციაში არ სახელდება. თუმცა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, დე ფაქტო ხელმძღვანელობა მას სხვა, უფრო მაღალ თანამდებობაზე განიხილავს. ბოლო დე ფაქტო საპრეზიდენტო კამპანიის დროს თემურ ნადარაია დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი