18 მარტს ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის “Music Hall”-ში თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართა. მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო, როგორც მას ორგანიზატორებმა უწოდეს, სკანდალით დასრულდა.
მწერალი ზაზა ბურჭულაძე ოპერის თეატრის სცენაზე სათამაშო იარაღით ავიდა, 4– წუთიანი სიტყვით გამოვიდა, დარბაზში მხდომთ მასაჟის გაკეთება შესთავაზა, ხოლო როცა მის ინიციატივას არავინ გამოეხმაურა, სცენა დატოვა. თუმცა წასვლამდე თქვა: “ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი”.
სწორედ ეს ფრაზა გახდა ე.წ. ქუთაისის ინტელიგენციისათვის გამაღიზიანებელი. თხუთმეტამდე ადამიანმა დარბაზი ხმაურით დატოვა და ბურჭულაძის ლანძღვა ოპერის თეატრის წინ გააგრძელა.
იმის გასაგებად, თუ რას აპროტესტებენ ადამიანები, რომლებიც თავს ქუთაისის ინტელიგენციას უწოდებენ, გთხოვთ, იხილოთ ვიდეო.
წყარო: