ხელოვნება

CinéDOC Tbilisi – ფესტივალის პროგრამა: რას ნახავთ პირველ დღეს კინოთეატრებში

21 ოქტომბერი, 2015 •
CinéDOC Tbilisi – ფესტივალის პროგრამა: რას ნახავთ პირველ დღეს კინოთეატრებში

თბილისის რიგით მესამე დოკუმენტური კინოს ფესტივალი CinéDOC 21 ოქტომბერს სტარტს აიღებს. გახსნის ცერემონის შემდეგ მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს კინორეჟისორთა ფილმები ფესტივალის პირველი სტუმარი ქვეყნის, ისრაელის სექციიდან. 

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, ისრაელის საელჩო აქტიურადაა ჩართული საქართველოში კულტურული ღონისძიების დაგეგმვის პროცესში და გასაკვირი არაა, რომ სწორედ ეს ქვეყანაა წელს სინედოკის პირველი სტუმარი.

 

როგორც ფესტივალის დირექტორი, არჩილ ხეთაგური აცხადებს, CinéDOC წელს, ყველაზე მასშტაბურია. ფესტივალს 20 ქვეყანა ესტუმრა და ფილმების ჩვენება 25 ოქტომბრამდე გასტანს. ასევე, დასკვნით ცერემონიაზე გამოვლინდება ფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო სექციის გამარჯვებული ფილმიც.

 

“ეს ფესტივალი, პირველ რიგში, არის ქართველი რეჟისორებისათვის, მათი განვითარებისათვის. ეს არის ერთადერთი დოკუმენტური კინოფესტივალი კავკასიის რეგიონში და გვინდა, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს,”- ამბობს არჩილ ხეთაგური.

 

ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, ნანა ჯანელიძის განცხადებით, ის პროექტები, რომლებიც გასულ წლებში სინედოკის ვორკშოპებსა და მასტერკალსებზე დაიგეგმა, დღეს უკვე დამოუკიდებლად, დასრულებული სახით წარსდგებიან ფესტივალზე.

 

“სწორედ ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფესტივალი წარმატებით ვითარდება წლიდან წლამდე,”- ამბობს ნანა ჯანელიძე.

 

CinéDOC Tbilisi რამდენიმე სექცია იყოფა. მათ შორისაა:

 

Focus Caucasus – ამ სექციაში შეხვდებით ფილმებს კავკასიის რეგიონიდან და მეზობელი ქვეყნებიდან – სომხეთი, საქართველო, რუსეთი. ასევე ნაჩვენები იქნება კავკასიის თემაზე გადაღებული ფილმები შვეიცარიიდან და ლატვიიდან.

 

ორგანიზატორთა თქმით, სექციის მიზანია საზოგადოება გაეცნოს მეზობელი ქვეყნების რეალურ, შეულამაზებელ ცხოვრებას. “ნამუშევრებში ასახული სოციალური, პოლიტიკური თუ პიროვნული დილემები, ერთი შეხედვით, შესაძლოა კონკრეტული საზოგადოების ან კულტურისათვის დამახასიათებელ მოცემულობად მოგვეჩვენოს, თუმცა რეალურად, ეს ფილმებიც  საყოველთაო და უნივერსალურ თემებს მოიცავს.”

 

CineDoc Young – ამ სექციის მიზანი ახალგაზრდებისათვის დოკუმენტური კინოს მნიშვნელობის განმარტებაა: “ფესტივალი ყოველწლიურად ირჩევს თემატურ ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ახალგაზრდა გმირების  შესახებ, სადაც ისეთი საკითხებია განხილული, როგორიცაა ეკოლოგია, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, გენდერული საკითხები და ა.შ”

 

ქალი კადრში – ეს სინედოკის 2015 წლის სპეციალური სექციაა, სადაც წარმოადგენილი იქნება დოკუმენტური ფილმები ქალების შესახებ.

 

რას ნახავენ 22 ოქტომბერს CinéDOC Tbilisi-ის სტუმრები? პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და კინოჩვენებები მთელი დღის განმავლობაში კინოთეატრ “რუსთაველსა” და “ამირანში” გაიმართება. ფილმები ნაჩვენები იქნება ინგლისური და ქართული სუბტიტრებით. ბილეთის ფასი 3 ლარია. გთავაზობთ რამდენიმე ფილმის ტრეილერს, რომელთა ნახვასაც ხვალ შეძლებთ:

 

How to Cross – სომხეთი/ სონა და მარინა კოჩარიანების ფილმი – 18: 00 საათი (“ამირანი” მე-2 დარბაზი)


 

The Chaos Withinng – ისრაელი/ იანაი ლეინის ფილმი18: 00 საათი (“ამირანი” მე-3 დარბაზი)


 

Grozny Blues – შვეიცარია/ ნიკოლა ბელუჩის ფილმი – 20:00 საათი (“რუსთვაელი” მე-4 დარბაზი)

 

 

Goat For a Vote – ნიდერლანდები/ იერუნ ვან ველზენის ფილმი – 16:00 საათი (“ამირანი” მე-3 დარბაზი)


მასალების გადაბეჭდვის წესი