ხელოვნება

გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნი 13 ივნისის მოხალისეებს

10 ოქტომბერი, 2015 •
გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნი 13 ივნისის მოხალისეებს

დოჩანაშვილის თქმით, ის და გივი უნივერსიტეტში დამეგობრდნენ და ყველა ადამიანისთვის გივი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პიროვნება იყო.

“ეს წიგნი დაიწერა 10 წლის წინათ, ე.ი. არ დამიწერია გულაჩუყებულზე. თუმცა მაშინაც გულაჩუყებული ვიყავი გივისადმი, ისეთი არაჩვეულებრივად კარგი და საოცრად თბილი კაცი იყო,” – ამბობს გურამ დოჩანაშვილმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა 13 ივნისის ტრაგედიის პერიოდში დამხმარე მოხალისეებსა და გამომცემლობა “მერიდიანს”, რომელმაც ეს წიგნი თავისი ხარჯებით დაბეჭდა. ასევე, ელექტრონული წიგნების სახლ “საბას”.

 

 თბილისის ზოოპარკში გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის “გივიზე” პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის ზოოპარკში გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის “გივიზე” პრეზენტაცია გაიმართა

 

“გივიმ ერთხელ გულის ოპერაცია გაიკეთა და აქ ბრძანდება კარდიო-ქირურგი ბატონი ზვიად გახუტაშვილი. საოცრად მოუარეს გივის საავადმყოფოში, რადგან იცოდნენ, რომ არავინ არ ჰყავდა დედის გარდა. ის უფრო დიდხანს გააჩერეს საავადმყოფოში. დაასაჩუქრეს კიდეც. ექიმები რომ გასაჩუქრებენ… პირიქით ხდება ხოლმე, როცა პაციენტები მადლობის ნიშნად ჩუქნიან ექიმებს, გივი კიდევ იქით დასაჩუქრებული წამოვიდა და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ. წიგნი მაშინ არც ჰქონდათ წაკითხული, ისე შეუყვარდა ყველას. მინდა მადლობა გადავუხადო მათ,” – თქვა მწერალმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასევე განმარტა, რომ მე-19 გვერდზე გაიპარა ერთი პატარა შეცდომა და არ სურს, რომ წიგნი გივიზე იყოს შეცდომიანი და სთხოვა ყველას, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, აღნიშნულ გვერდზე სიტყვა “დამალი” გაასწორონ და დაწერონ “დამალე”.

ღონისძიების მოდერატორი პოეტი რატი ამაღლობელი იყო. მან მადლობა გადაუხადა გურამ დოჩანაშვილს იმისთვის, რომ 13 ივნისის ტრაგედია აქცია წიგნად, რადგან ლიტერატურა არის დიდი მეხსიერება, რომელიც გვინახავს თითოეულ განცდას.

 

 თბილისის ზოოპარკში გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის “გივიზე” პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის ზოოპარკში გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის “გივიზე” პრეზენტაცია გაიმართა

 

“შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალი წერს ნაწარმოებს, მოთხრობას, რომელიც ეხება კონკრეტულ ადამიანს, რომელიც ემსხვერპლა სიყვარულს. იმ სიყვარულს, რომელსაც სამყაროს სიყვარული ჰქვია, სიცოცხლის სიყვარული ჰქვია, სიცოცხლის გამოვლინების სიყვარული ჰქვია, ცხოველების სიყვარული ჰქვია და ზოოპარკის გარემოს სიყვარული ჰქვია. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ წიგნი გივიზე უნდა დაეწერა ჩვენს ცოცხალ კლასიკოსს, გურამ დოჩანაშვილს. დღეს ერთდროულად ძალიან სევდიანი, ამაღელვებელი და თბილი დღეა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ბატონმა გურამმა წიგნის სახით გვაჩუქა,”- ამბობს რატი ამაღლობელი.


სიტყვით გამოვიდა ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც. მან ისაუბრა დაღუპულ სამ თანამშრომელზე და გივი დვალი შეაფასა, როგორც საოცარი ადამიანი, ძალიან მშვიდი და წყნარი.

ღონისძიებაზე არქიმანდიტრმა იოანემ პარაკლისი გადაუხადა 13 ივნისის ტრაგედიისას დაღუპულ პირებს.

 

 თბილისის ზოოპარკში გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის “გივიზე” პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის ზოოპარკში გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის “გივიზე” პრეზენტაცია გაიმართა

 

წიგნი გამომცემლობა “მერიდიანმა” დაბეჭდა და უფასოდ დაურიგდება, უპირველეს ყოვლისა, 13 ივნისის მოხალისეებს. ასევე, პრეზენტაციაზე მისულ ყველა მკითხველს. წიგნი 1000-იანი ტირაჟითაა დაბეჭდილი, თუმცა saba.com.ge-ზე ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა ის უფასოდ გადმოწეროს. ეს მწერლის პირადი სურვილია და საჩუქარია მოხალისეებისათვის.

პირველი 1000 წიგნის ამოწურვის შემდეგ წიგნი მაღაზიებშიც გაიყიდება და შემოსული თანხა მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი