ხელოვნება

ლაშა ბაქრაძის წიგნი

15 სექტემბერი, 2010 • 1737
ლაშა ბაქრაძის წიგნი

14 სექტემბერს ლიტერატურის მუზეუმში ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი,  სახელწოდებით ,,გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს”, ასახავს ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობას 1914-1918 წლებში საზღვარგარეთ.

ავტორმა წიგნის პრეზენტაციაზე ქართველ ემიგრანტთა იმ პატარა ჯგუფის საქმიანობაზე ისაუბრა, რომელთაც ისტორიულ წყაროებში ქართული ეროვნული კომიტეტის სახელით იცნობენ.

წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ ქართული ეროვნული კომიტეტის 4 -წლიანი დაუღალავი მუშაობის შედეგი იყო, ნაწილობრივ მაინც, საქართველოს დაინტერესება გერმანიით და მისი განსაკუთრებული როლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი