კინოხელოვნება

“გაღმა ნაპირის” ახალი პრიზები

25 იანვარი, 2010 • 2713
“გაღმა ნაპირის” ახალი პრიზები

ნორვეგიის ტრომსოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ნორვეგიის ყველაზე დიდი კინოფესტივალია, „გაღმა ნაპირმა“ აიღო პრიზი სახელწოდებით „მშვიდობის ფილმი“; პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალზე (კალიფორნია, აშშ) თედო ბექაური საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის ფიპრესის (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაცია) პრიზით დაჯილდოვდა. ხოლო დჰაკას მე-11-ე საერთაშორისო კინოფესტივალის (ბანგლადეში) ჟიურიმ 22 იანვარს ფესტივალის დახურვის საღამოზე ოვაშვილის ნამუშევარი საუკეთესო ფილმად გამოაცხადა.

„გაღმა ნაპირი“ ქართულ-ყაზახური პროდუქციაა (2009). ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი ქართული ფილმებიდან საერთაშორისო კინოფესტივალებზე მას ყველაზე მეტი ჩვენება ჰქონდა და ყველაზე მეტი პრიზი მოიპოვა, მათ შორისაა:

გრან-პრი „ოქროს შროშანი“ – go East, ვისბადენი

ჟიურის მთავარი პრიზი „ოქროს ალამბრა“ – გრანადა

„ოქროს გარგარი“ – ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.