TBILISI PHOTO FESTIVAL-ის რიგით მეექვსე გამოშვების გახსნის კვირეული 2015 წლის 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება.
თბილისის ფოტოფესტივალის გახსნა გაიმართება 25 სექტემბერს, 18.00-ზე აბანოთუბანში (ლეღვთახევში), გამოფენით ღია ცის ქვეშ “ომის შემდგომი ისტორიები ”, რომელიც გერმანელი კლაუდია ჰეინერმანის, პოლონელი მიჰალ ივანოვსკის და ლიტველი ფოტოგრაფების საერთო პროექტია და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავს ეხმიანება.
TBILISI PHOTO FESTIVAL ახალგაზრდა რეგიონალური ფოტოგრაფიის მხარდაჭერის პარალელურად წელსაც ფესტივალის პუბლიკას მსოფლიო ფოტოგრაფიის ვარსკვლავების გამოფენებს სთავაზობს. მათ შორის 2015 წლის პროგრამაში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ფოტოსააგენტოს Magnum Photos ორი წევრის – იტალიელი ალექს მაიოლის (Alex MAjoli) და ფრანგი ანტუან დ’აგატას (Antoine d’Agata) ექსკლუზიური გამოფენები იქნება ნაჩვენები, რომლeბიც სპეციალურად თბილისიs ფოტოფესტივალისთვის დაკომპლექტდა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომის ფოტოგრაფი ალექს მაიოლის “მთელი ხმით. საქართველო 2008-2009” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკას და 2009 წელს ომის შედეგების ამსახველ ფოტოებს აერთიანებს. ფოტოები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არის გადაღებული. გამოფენის მსოფლიო პრემიერა სწორედ თბილისში, ფოტოფესტივალის ფარგლებში შედგება.
მეორე მნიშვნელოვანი მსოფლიო პრემიერა, როემლიც ასევე სააგენტო “მაგნუმის” ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, სკანდალურ და თვითმყოფად ფრანგ ფოტოგრაფს ანტუან დ’აგატას სახელს უკავშირდება, ასევე თბილისის ფოტოფესტივალის პროგრამაში დაგეგმილი გამოფენით შედგება. “დაბნელება” ანტუან დ’აგატს მიერ საქართველოში 2009 წელს გადაღებული ფოტოების სერიაა. გამოფენა 27 სექტემბერს, 19.00-ზე მწერალთა სახლში გაიმართება.
26 სექტემბერს, 17.00 საათზე, ფრონტლაინ კლუბში (ლ.ასათიანის 62 (სოლოლაკი) მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი #DYSTURB, რომელიც ფრანგ ფოტოჟურნალსიტებს აერთიანებს, თბილისის ფოტოფესტივალის საპატიო სტუმარია. #DYSTURB – მა მსოფლიოში სახელი იმით გაითქვა, რომ გიგანტური ფორმატის ფოტოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ფასადებზე აკრავს. #DYSTURB-ის პრექტის მეშვეობით ფოტოჟურნალსიტური გამოსახულება, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს, ურბანული პეიზაჟის ნაწილი ხდება. 24 სექტემბრიდან ძველი თბილისის ქუჩები #DYSTURB-ის მიერ შერჩეული იმ ფოტოებით დაიფარება, რომლებიც ქართული საზოგადეობისთვის და ზოგადად, თანამედროვე სამყაროსთვის აქტუალურ მწვავე სოციალურ პრობლემებს ეხმიანება.
საქართველოში ბოლო დროს ქალების წინააღმდეგ ძალადობის გახშირებული ფაქტების ფონზე, თბილისის ფოტოფესტივალის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება, რომელიც მრგვალი მაგიდის და სლაიდშოუს ფორმატში გაიმართება სახელწოდებით “რა შეცვალეს ქალები ფოტოგრაფიაში?” სამხრეთკავკასიელ (ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ) და ირანელ 6 ქალ ფოტოჟურნალისტს გააერთიანებს. მათ შორის, პრესტიჟული “მაგნუმის” და ამერიკული სააგნეტოს “Getty Reportage” წევრი ნევშა თავაქოლიანი და ის ქალი ფოტოგრაფები არიან, რომლებიც აქტიურად აშუქებენ ქალების წინააღმდეგ ძალადობის, გენდერულ და სხვა მწვავე სოციალურ საკითხებს კავკასიის რეგიონში, ირანში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
მრგვალი მაგიდა/სლაიდშოუ/ 28 სექტემბერი. 19.00- მწერალთა სახლი/ი. მაჩაბლის 13
სხვა ღონისძიებებთან ერთად, 2015 წელს TBILISI PHOTO FESTIVAL რეგიონალური მნიშვნელობის ინიციატივით ხვდება – კავკასიაში პირველი ფოტოწიგნის ბაზრობა Tbilisi Photo Book სწორედ თბილისი ფოტოფესტივალის ეგიდით იხსნება 27 სექტემერს საქართველოს მწერალთა სახლში. პირველად საქართველოში Tbilisi Photo Book ევროპელი ფოტოწიგნის გამომცემლების, მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების და ახალგაზრდა რეგიონალური ფოტოგრაფების წიგნებს მოუყრის თავს. Tbilisi Photo Book-ს საზეიმო გახსნა ფოტოწიგნების დიზაინერების, ევროპული ინსტიტუციების, ლიტვური ფოტოწიგნის განონცემლობების თანდასწრებით გაიმართება.
ფესტივალის ცენტრალურ ღონისძიება კვლავ “ფოტოგრაფიის ღამეა” -ღამის ფოტოჩვენებები ღია ცის ქვეშ ძველ თბილისში 26 სექტენბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ფოტოგრაფი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, რომელსაც 28 ევროპული, ქართული და რეგიონალური ინსტიტუცია წარადგენს.
ფესტივალის პროგრამაში საჯარო ლექციების და ფოტოგრაფებთან შეხვედრების დიდი სერიაა დაგეგმილი, მათ შორის, ფოტოწიგნების ყველაზე პრესტიჟული საერთაოშორისო პრიზების მფლობელ დიზაინერთან – ტომ მრაზაუსკასთან, რომელიც ფესტივალის სტუმარია, და მაგნუმის საგენტოს ერთ-ერთ ვარსკვლავ ანტუან დ’აგატასთან, რომელიც თბილისის ფოტო ფესტივალის სტუმარი უკვე მეორედ არის
დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე: http://www.tbilisiphotofestival.com/ka/programme/