სანამ B-boy Killa kolya Red Bull BC one-ის აღმოსავლეთ ევროპის 2015 წლის ჩემპიონი გახდებოდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებდა, მას რამდენიმე დაძაბული საფეხურის გადალახვა მოუხდა – მათ შორის ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველ B-boy Pioneer-ს გაუმკლავდა. ფინალში კი უკრაინელი Robin-ი დაამარცხა.
მსოფლიო ბრეიქდანსის ვარსკვლავებისაგან შემდგარმა ჟიურიმ ასე განსაჯა – ყაზახეთის სახელით მოასპარეზე B-boy Killa kolya საღამოს საუკეთესო მოცეკვავედ დასახელდა. Killa kolya საკუთარ შესაძლებლობებს უკვე 14 ნოემბერს რომში, მსოფლიო ჩემპიონატზე შეკრებილ მაყურებელს უჩვენებს.
“ნახევრფინალი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. შევეცადე, რომ მაქსიმალური გამეკეთებინა. გამარჯვება ადვილი არ ყოფილა,”- ამბობს კოლია.
სცენაზე 16 მონაწილე გამოვიდა 14 ქვეყნიდან. ყველა მათგანი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებული იყო, 2 მოცეკვავე კი ორგანიზატორების მიწვევით იღებდა შოუში მონაწილებას. წელს, Red Bull BC One-ის ისტორიაში პირველად, ფინალში მონაწილეობას გოგო მოცეკვავე – Queen Marry იღებდა ბულგარეთიდან. Queen Marry 18 წლისაა და პროფეიოსნალურ დონეზე ბავშვობიდან ცეკვავს.
ოლიმპიური პრინციპით ერთი-ერთზე ორთაბრძოლების შედეგად თავდაპირველად მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ. ქართველი მოასპარეზე, რობი ლეონტიევი, იგივე B-boy Pioneer ნახევარფინალურ შეხვედრაში დამარცხდა.
“ეს ჩემპიონატი არის ბრეიქდანსში ყველზე დიდი და მნიშვნელოვანი, ამაზე ძლიერი ორთაბრძოლა ერთი-ერთზე არ არსებობს, აქ მონაწილეობის მიღება არის ყველაზე დიდი გამოცდილება, რაც შეიძლება რომ მივიღო. არ აქვს აზრი, შენ უბრალოდ რუსეთის ჩემპიონატს მოიგებ თუ აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატს,“ – ამბობს B-boy Pioneer.
B-boy Pioneer საქართველოს ბრეიქდანსის ფედერაციის პრეზიდენტია. 2001 წლიდან აქტიურად ცეკვავს ბრეიქდანსს და დღემდე უკვე რამდენიმე სკოლა გახსნა ცეკვის შესწავლის მსურველებისათვის.
წელს მოცეკვავეების განსჯა Lilou-ს, Mounir-სა და Pelezinho-ს დაევალათ. სამიბე მათგანი ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები არიან. Mounir (საფრანგეთი) – Red Bull BC One 2012-ის გამარჯვებულია, Lilou (საფრანგეთი) – Red Bull BC One All Stars-ის წევრი და Red Bull BC One 2005 და 2009-ის გამარჯვებულია, Pelezinho (ბრაზილია) კი Red Bull BC OneAll Stars-ის წევრია. შეჯიბრის დასრულების შემდეგ მსაჯები კმაყოფილებას არ მალავდნენ.
“ყველა მათგანის ცეკვა აქამდეც მქონდა ნანახი. ვიცოდი, რა შესაძლებლობებიც ჰქონდათ, მაგრამ რაც სარეპეტიციო ოთახში ხდება, იმისი ზუსტად სცენაზე გამოტანა თითქმის შეუძლებელია. ეს დიდი სტრესია. მიხარია, რომ მონაწილეთა უმეტესობამ თავის კარგად წარმოჩენა შეძლო. ვფიქრობ, ღირსეული გამარჯვებული გყვავს,”- ამბობს Lilou.
მსაჯები ქართული ცეკვითაც მოიხიბლნენ. Red Bull BC One-ის სცენაზე სუხიშვილების ნაციონალური ანსამბლიც ავიდა. მათი გამოსვლის დასასრულს მსაჯები ფეხზე წამოდგნენ და ასე გააცილეს ანსამბლი.
“ქართულ ცეკვას რომ ვუყურებმ ვფიქრობ – რამდენი ილეთი ჰგავს ბრეიქდანსის ილეთებს. ქართული ცეკვა ჩემთვის საოცარი ქმნილებაა. მინდა, რომ ეს ილეთები ჩემს ცეკვაშიც ჩავრთო, სიახლე შევიტანო. უკვე ვმუშაობ ამაზე. მიხარია, რომ დღეს ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. ქართველმა ბრეიქდანსის მოცეკვავეებმა ზუსტად ნაციონალური ცეკვის ილეთები უნდა შეიტანონ თავიანთ ნომრებში – ეს ყოველთვის გამოარჩევს მათ სხვებისაგან,”- ამბობს შოუს ერთ-ერთი მსაჯი Mounir.
მუსიკალურად საღამოს DJ Scream აფორმებდა. სპეციალური ნომრებით წარდგნენ ჯგუფი „ეგარი“ და BMX-ის რაიდერი ვიკი გომესი. როგორც გომესი ამბობს, ჯგუფთან მონახაზზეც კი არ შეთანხმებულა. იდეა საღამოს ორგანიზატორებს ეკუთვნოდათ და ამის შესახებ წინასწარ გახდა ცნობილი, თუმცა ნომერი იმპროვიზაციის შედეგი იყო.
Red Bull BC One მსოფლიოში უკვე 12 წელია, საქართველოში კი 2011 წლიდან ტარდება. ამ პერიოდის მანძილზე თბილისში მსაჯების სტატუსით იმყოფებოდნენ მსოფლიო ჩემპიონები და ბრეიქდანსის ლეგენდები: Lilou, Cico, Roxrite, Mounir, Ronnie, ასევე Airdit, Yan The Shrimp, Slav.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩემპიონები მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად 14 ნოემბერს უკვე იტალიაში, რომში შეიკრიბებიან. მანამდე კი ჩემპინატები ფინალისტთა გამოსავლენად გრძელდება.
Red Bull BC one-ის ოფიციალურ ვებზე მათ, ვინც შოუს ლაივსტრიმის ყურება ვერ შეძლო, შეჯიბრის სრული ვიდეო ვერსიის ყურება შეუძლიათ.