ხელოვნება

დისნეიმ ახალი პრინცესა შექმნა – ფილმი მოანაზე მომავალ წელს გამოვა

26 აგვისტო, 2015 •
დისნეიმ ახალი პრინცესა შექმნა – ფილმი მოანაზე მომავალ წელს გამოვა

16 წლის მოანა საკუთარი წინაპრების მიერ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება. მან მეგობრების დახმარებით ოკეანიდის წყლები უნდა გადალახოს. მოანას ოკეანის ნახევარღმერთთან, მაუისთან შებრძოლება მოუწევს. მაუის მსახიობი დუეინ ჯონსონი გაახმოვანებს.

მოანა ჰავაისა და მაორის ენებზე ოკეანეს ნიშნავს. ამბავი წყნარი ოკეანის ძველი მითის ახლებური ვერსია იქნება. ლეგენდის თანახმად 3,000 წლის წინ ოკეანის გადასალახად საუკეთესო მეზღვაურები გაემგზავრნენ, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულან. მოანას ამბავიც აქედან იწყება.

ფილმის შემქმნელებმა გადაწყვიტეს ოკეანეს როლი დააკისრონ. ის ამბის ერთ-ერთი მოქმედი გმირი იქნება, რადგან წყნარი ოკეანის კუნძულების კულტურისათვის ოკეანეს დიდი მნიშვნელობა აქვს და მას როგორც სულიერ არსებას, ისე აღიქვამენ. ფილმში მოანა და ოკეანე ერთად შეებრძოლებიან მისტიკურ არსებებს. ჯერ უცნობია, ვინ გაახმოვანებს ახალ პრინცესას. 

ახალი ფილმის პრეზენტაცია დისნეის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. ფოტო: moviepilot.com

მასალების გადაბეჭდვის წესი