5 ივნისს ფილმ “ანტურაჟის” პრემეირა იგეგმება. ცნობილი სერიალის ფილმი-ვერსია დუგ ელვინმა გადაიღო. როგორც მასზე წერენ, ფილმი სერიალის გრძელ ეპიზოდს უფრო ჰგავს, მრავალი ცნობილი ადამიანის კამეოთი და იუმორით.
ზაფხულის ერთ-ერთი მოვლენა მელისა მაკკარტის ჯაშუში იქნება. Spy კომედიური ჟანრის ფილმია, რომელშიც CIA-ს აგენტი იარაღის უკანონო გადამყიდველების წინააღმდეგ იბრძვის. ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯეისონ სტეთჰემი, ჯუდ ლოუ და როუზ ბირნი.
საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს ელით ფილმის Insidious მესამე ნაწილი. Insidious: Chapter 3 შეპყრობილი ადამიანის ისტორიას ყვება, რომელსაც ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ელის რეინერი დაემხარება მიცვალებულებთან კავშირის დასამყარებლად.
მომდევნო კვირაში იგეგმება ასევე კიტ ჰარინგტონის მონაწილეობით ფილმის “ახალგაზრდობის ანდერძი” (Testament of Youth) ამერიკული პრემიერა. ფილმი მწერალ ვერა ბრიტანის ავტობიოგრაფიის მიხედვითაა გადაღებული და პირველი მსოფლიო ომის თემას ეხება. ფილმში ასევე მონაწილეობენ ტარონ ეგერტონი და დომინიკ ვესტი.
ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოვლენად “იურული პარკის” ახალი ვერსია სახელდება. “იურულ სამყაროში” (Jurassic World) მოვლენები 20 წლის შემდეგ ვითარდება. პარკი კვლავ ცდილობს დამთვალიერებლის ყურადღების მიპყრობას და ამისათვის ყველანაირ ტექნიკას მიმართავს, რაც არც ისე კარგი შედეგებით სრულდება. ჰოლივუდის ახალი გულთამპყრობელი კრის პრატი ფილმში მთავარ როლს ასრულებს ბრიუს დალას ჰოვარდთან ერთად. ფილმის ტრეილერი და მინიკლიპები უკვე მრავალჯერ გაიკიცხა, თუმცა მან ფილმის მიმართ აღძრულ მოლოდინს ვერაფერი დააკლო. დინოზავრებისა და სხვა გიგანტების ეკრანზე ნახვის საშულება 12 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.
Inside out – ასე ჰქვია Disney-ს ახალ ნახატ ფილმს, რომელშიც ადამიანის ემოციები პატარა არსებების სახეს იღებენ. მულტფილმის შემქმნელები ერთი გოგონასა და მისი ოჯახის წევრების თავში ჩახედვისა და იქ შექმნილ აურზაურზე დაკვირვების საშუალებას მოგვცემენ. ახალ ფილმს უკვე უწოდეს დისნეის ბოლო დროის ყველაზე საინტერესო იდეა.
მათ, ვინც უკვე შეიცვალა აზრი საყვარელი დათუნია ტედის შესახებ და ახლა ის უკვე მარკ ვოლბერგის მეგობარი გარყვნილი და თავხედი სათამაშო დათვი ჰგონია, TED 2-ს კინოთეატრებში 26 ივნისიდან დაელოდება. ფილმის მეორე ნაწილში ტედი დაოჯახდება და სასამართლოში მშობლის უფლების მისაღებად იბრძოლებს. მარკ ვოლბერგს პარტნიორობას ამანდა სეიფრიდი გაუწევს. ფილმში ასევე მონაწილეობენ მორგან ფრიმანი და ლიამ ნისონი.
ზაფხულის საინტერესო ფილმების სიაში მოხვდა დანა ნაჩმანის Batkid Begins, რომელიც სიმსივნით დაავადებული ბიჭის ისტორიას ყვება. ქალაქი, სადაც ფილმის მთავარი გმირი ცხოვრობს, გადაწყვეტს რომ ბიჭს მისი ბოლო ნატვრა აჩუქოს. ასევე, ფილმი “მაქსი”. მაქსი არის ძაღლი, რომელიც ავღანეთის მისიის შემდეგ პოსტტრავმულ მდგომარეობაში ცხოვრებას ამერიკულ ოჯახში აგრძელებს.