10-დღიანი საერთაშირისო ფესტივალი 13 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრში გაიხსნება. ფესტივალს გახსნიან თეატრის მსახიობები, რომლებიც ღია ცის ქვეშ სხვადასხვა სპექტაკლებიდან ამოღებულ ეპიზოდებს ითამაშებენ.
ქართული პანტომისის აღსანიშნავად და ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად თბილისს სომხეთის, იაპონიის, გერმანიისა და სერბეთის პანტომიმის თეატრები ესტუმრებიან. ფესტივალის ფარგლებში, უცხოელი სტუმრები მასტერკლასებს ჩაატარებენ. ფესტივალი 22 მაისს დაიხურება.
Shalikashvili Mime Fest 2015 ქართულ, ევროპულ თუ აღმოსავლურ შემოქმედებით გაერთიანებებს უმასპინძლებს.

