თბილისის მერიის ცნობით, ვაკის მედიათეკის წინ კარვები გაიშლება, სადაც იქნება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. წიგნის დღეს აღსანიშნავად ყველა გამომცემლობა წარმოადგენს თავის წიგნებს და მყიდველებს ფასდაკლებებს შესთავაზებს.
გამოფენა-გაყიდვის გარდა, გაიმართება პრეზენტაციები და ლექციები. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია გამართავს ერთსაათიან ლექციას საავტორო უფლებების დაცვის შესახებ. ღონისძიებები 11 საათზე დაიწყება და 21 საათამდე გაგრძელდება.
განრიგი:
12:00 დავით ნარმანიას სტუმრობა
13:00 ლიბრა – 10 წლის იუბილე-შეხვედრა ვასო გულეურთან, ბავშვების კონკურსი და დაჯილდოვება
14:00 ელფის გამომცემლობა- თანამედროვე ბესტსელერების 4 ახალი წიგნის პრეზენტაცია
15:00 პალიტრა ლ – ტორესა მოსის წიგნის პრეზენტაცია და საჯარო კითხვა
16:00 საავტორო უფლებების დაცვის პრეზენტაცია
17:00 წიგნი+ერი ახალი გამოცემების პრეზენტაცია
18:30 ინტელექტი წიგნის პრეზენტაცია ვარგას ლიოსა
19:30 ინტელექტი ბესიკ ხარანაულთან შეხვედრა,საჯარო კითხვა