ყოველწლიურად “მსოფლიო კინოს ფაბრიკა” ფრანგული ინსტიტუტის, მსოფლიო კინოს ფაბრიკისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით კანის ფესტივალის ფარგლებში ეწყობა. ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა კინოხელოვანების წარმოჩენასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გამოყვანას. პროგრამა ირჩევს 10 დამწყებ რეჟისორს, რომლებიც თავიანთ პირველ ან მეორე პროექტზე მუშაობენ.
2015 წლის გამარჯვებულთა სია, სადაც 8 სრულმეტრაჟიანი ფილმი და 2 დოკუმენტური ნამუშევარი შედის, ასე გამოიყურება:
– არგენტინა – მარტი მურეგი, 1922;
– ჩინეთი – ლიუ შუ, ლოტუსის პოზა;
– ეგვიპტე – ჰალა ელკუსი, კაკტუსის ყვავილები;
– საქართველო – რუსუდან ჭყონია, ვენეცია;
– ინდოეთი – ტუშარ პრაკაში, გათავისუფლება;
– ლიბანი – ელიან რეაბი, მიგელის ომი (დოკუმენტური);
– მადაგასკარი – ამინიანი რატოვოარივორი, აფრიკული კინო;
– პერუ – მიგელ ანხელ მულე, ჩვენ ყველა მეზღვაურევი ვართ;
– პალესტინის ტერიტორიები – ვესამ მუსა, სათამაშო მოედანი (დოკუმენტური);
– ტუნისი – კოტერ ბენ ჰანია, სილამაზე და პაკეტი.