“ვირუნგა” ნომინირებული იყო 2015 წლის კინოაკადემიის პრიზზე დოკუმენტური ფილმების სექციაში. ფილმის ერთჯერადი ჩვენების ლიცენზია ფრონტლაინ კლუბს გადაეცა ლონდონის ფრონტლაინ კლუბის საერთაშორისო პარტნიორების პროექტის ფარგლებში.
ჩვენების შემდეგ შედგება დისკუსია, რომელშიც ფილმის რეჟისორი ჩაერთვება სკაიპის საშუალებით. მოდერატორი: ანა ძიაპშიპა.
ვირუნგა აფრიკის უძველესი ეროვუნული პარკია, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში მდებარეობს. ის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ასევე არის სადავო ადგილი მეამბოხეებისთვის, რომლებიც ცდილობენ ხელისუფლების დამხობას.
ხელისუფლება კი, თავის მხრივ, უზარმაზარ მოგებას ხედავს ამ მიწაში. ძალაუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლის ველის გარდა, ვირუნგა არის ბოლო ბუნებრივი ჰაბიტატი გადაშენების პირას მყოფი მთის გორილებისთვის.
რეჟისორი ორლანდო ფონ ეინსიდელი მოგვითხრობს 2012 წლის მაისში პარკში განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც ახლად ჩამოყალიბებულმა M23 მეამბოხეთა ჯგუფმა ომი გამოუცხადა მთავრობის ჯარს. მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ფილმი ასახავს პარკის თანამშრომლების პირად გამოცდილებას, რომელებიც ემზადებიან იმ ყველაფრის დასაცავად, რაზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ.