ხელოვნება

მინისტრი:”ოსკარზე” გასამგზავრებელი საკითხების მოგვარება “მანდარინების” პროდიუსერის მოვალეობაა

14 თებერვალი, 2015 • • 1056
მინისტრი:”ოსკარზე” გასამგზავრებელი საკითხების მოგვარება “მანდარინების” პროდიუსერის მოვალეობაა

“მიმდინარე საკითხების მოგვარება ფილმის პროდუსერის პასუხისმგებლობა არის. ზაზას მიერ გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების ბიუჯეტი სრულად დაფინანსდა. რაც შეეხება, ამ განსაკუთრებული წარმატების ჯეროვნად დაფასებას და აღნიშვნას, ამაზე მე და ზაზამ მოვილაპარაკეთ, რომ ჯგუფის ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ამის თაობაზე ჩვენ ერთად განვაცხადებთ და მოვახსენებთ ფართო საზოგადეობას. იმისთვის, რომ არ გამომივიდეს თავის მართლებად, იმედი მაქვს, რომ ზაზა ამას დამემოწმება”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

 

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ განცხადებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, მსახიობ გიორგი ნაკაშიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ „მანდარინების“ შემოქმედებითი ჯგუფის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრების დაფინანსებას ეხება.

 

ფილმის “მანდარინების” მონაწილე მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ოსკარზე ნომინირებული ფილმის მსახიობების მუშაობა კულტურის სამინსიტრომ არაფრით აღნიშნა და მათ არც ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრები თანხები გამოუყო. ნაკაშიძის თქმით, ის რომ მსახიობები არიან და ტელევიზიით გამოდიან, არ ნიშნავს, რომ ფული აქვთ,

 

“ოსკარზე გამგზავრება არ არის მხოლოდ ის რომ თვითმფრინავში ჩაჯექი და წახვედი, ეს არის დრესკოდი, მდგომაროება, ელემენტარული ფინანსი, რომ ჯიბეში გედოს… ნუ თუ არ შეეძლოთ, სახელმწიფო მოღვაწეებს, ნუთუ იმის ღირსი არავინ არ ჩათვალა, ვერ მოაფიქრდა, რომ გამნათებლიდან დაწყებული, თან პატარა ჯგუფია, გაწი-გამოწი 13 კაცი, მოსვლოდა თავში ერთ ჭკვიანს და მერე სხვა ჭკვიანებს აყოლოდნენ, რომ მოდი ბიჭო, საქართველოსთვის მაგარი რაღაცა გააკეთეს ამ ადამიანებმა და მოდი რა წავახალისოთ”, – ამბობს გიორგი ნაკაშიზე შოუში სხვა “შუადღე”.

 

ყოველდრიური სახარჯო თანხა არის 420 დოლარი. ნაკაშიძის თქმით, მან მისი ინიციატივით, ქეთი ჩხიკვაძეს მიმართა და უსასყიდლოდ შეუკერავს კოსტუმს, ირაკლი ბოჭორიშვილი კი ფეხსაცმელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი