„ნული საათი“ არის სპექტაკლი, რომელიც აგებულია კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზე. მისი დადგმა საქართველოში წარმოადგენს ბათუმის მუსიკალური ცენტრის, ბათუმის დრამატული თეატრისა და ბრიტანული კომპანიის imitating the dog ერთობლივ ნამუშევარს. სპექტაკლზე რეჟისორი გიორგი თავაძე მუშაობს.

 

ბრიტანეთის საბჭოს განმარტებით, ფილმის ჩარჩოებში მოქცეული „ნული საათი“ არაჩვეულებრივად ახდენს ცოცხალი წარმოდგენის შერწყმას წინასწარ ჩაწერილ ფილმთან, ანიმაციასთან, კომპიუტერულ იმიჯებთან და ამ ყოველივეს მეშვეობით ქმნის სამყაროს, სადაც ადამიანური ურთიერთობები ისტორიულ მოვლენათა ეპიცენტრშია.

 

“ეს სპექტაკლი წარმოადგენს კომპანიის imitating the dog (ITD) ერთგვარ ხელწერას, სავიზიტო ბარათს, რაც ჩვენი ღრმა რწმენით ქართულ აუდიტორიასა და თეატრალებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესძენს. დიდ ეკრანზე უყურებენ ცოცხალ შესრულებას, რომელიც ხორციელდება წინა და უკანა პროექციებს შორის”, – აცხადებს ბრიტანთის საბჭო. 

 

„ნული საათი“ მოგვითხრობს  ჩახლართულ ამბავს და გვიჩვენებს, რამდენად განუსაზღვრელი შედეგი შეიძლება მოუტანოს ისტორიის რაღაც მომენტმა თუ წამმა ამ ორომტრიალში ჩათრეულებს. 

 

ეს წარმოდგენა, ამავდროულად, არის თავდავიწყებამდე რომანტიკული და ტკივილამდე შეპყრობილი სექსით, ბავშვებით, სიკვდილით, მეორე მსოფლიო ომით და დროში მოგზაურობით.

სპექტაკლი ნული საათი
სპექტაკლი ნული საათი

 

კომპანია imitating the dog 1998 წელს შეიქმნა და მას შემდეგ დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *