ხელოვნება

ბულგარეთში, სტუდენტურ კინოფესტივალზე ქართველმა რეჟისორმა გაიმარჯვა

26 იანვარი, 2015 •
ბულგარეთში, სტუდენტურ კინოფესტივალზე ქართველმა რეჟისორმა გაიმარჯვა

სალომე ვეფხვაძის ფილმმა “მე, ისინი და მამა” [ME, THEY AND DADDY] პრიზი საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმისთვის მიიღო. 

 

თეატრისა და კინოსა სახელწმიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომის დასაცავად სალომე ვეფხვაძემ პროექტი 2014 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსზე წარადგინა და გაიმარჯვა.

 

სალომე ვეფხვაძის “მე, ისინი და მამა” ნაჩვენები იყო თბილისის 15-ე საერთაშორისო კინოფესტვიალზეც, სტუდენტური ფილმების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ყოველწლიურად აწყობს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

სალომე ვეფხვაძე
სალომე ვეფხვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი