ხელოვნება

რეგიონის კინოკლუბებში “ერთსულოვნების” მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმებს აჩვენებენ

8 ივლისი, 2014 • • 1156
რეგიონის კინოკლუბებში “ერთსულოვნების” მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმებს აჩვენებენ

თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დირექტორის მოადგილე სოფიკო აბულაძემ და „ერთსულოვნების“ დირექტორის მოადგილე დეკანოზმა ზურაბ ცხოვრებაძემ. 

კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ განაცხადა, რომ ინიციატივა კულტურის სამინისტროსგან მოდის. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული ფილმებს რეგიონების კინოკლუბებში დღის სეანზებზე, კვირაობით, უფასოდ აჩვენებენ.  

“ჩვენ მოვედით აქ, ტელევიზიაში და ვთხოვეთ, რომ იქნებ დაგვეხმაროთ ფილმების მოწოდებაში და დაგვეხმარნენ. მიხარია, რომ ტელევიზიამ მზაობა გამოხატა და ერთად ავამუშავებთ კინოკლუბებს”, – ამბობს ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. 

 

კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დირექტორის მოადგილე სოფიკო აბულაძე და საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის -   „ერთსულოვნების“ დირექტორის მოადგილე დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე მემორანდუმს ხელს აწერენ
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დირექტორის მოადგილე სოფიკო აბულაძე და საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის – „ერთსულოვნების“ დირექტორის მოადგილე დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე მემორანდუმს ხელს აწერენ

დოკუმენტური ფილმების გარდა, კინოკლუბებში აჩვენებენ ქართული მხატვრულ ფილმებს, რომლებსაც ყოველ კვირას აჩვენებენ. მინისტრის მოადგილის თქმით, კინოკლუბებს ექნებათ კომერციული ჩვენებიც. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2013-2014 წლებში ახორციელებს პროგრამას – რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებში კინოჩვენებისთვის საჭირო აპარატურით აღიჭურვა 15 რეგიონის კულტურის სახლი. იგეგმება კიდევ  9 რეგიონის აღჭურვა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი