ხელოვნება

საპნის ბუშტები კულტურის სამინისტროსთვის [ვიდეო]

25 ივნისი, 2014 • • 1733
საპნის ბუშტები კულტურის სამინისტროსთვის [ვიდეო]

აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორების თქმით, კულტურის სამინისტროს ქმედებები კულტურასთან დაკავშირებით საპნის ბუშტების ქმედებას ჰგავს.

 

“სამინსტროში, ისევე, როგორც საპნის ბუშტში, მხოლოდ დასაწყისია მომხიბვლელი. ისევე, როგორც ბავშვი, რომელიც პირველად ხედავს საპნის ბუშტებს და რჩება იმედგაცრუებული მათი დღემოკლობით, ასევე კულტურის სამინისტროს დღევანდელი შემადგენლობა, რომელზეც კულტურის სფეროს თითქმის ყველა მოღვაწე დიდ იმედს ამყარებდა, იმედგაცრუებულს გვტოვებს”, – ამბობენ ისინი.

 

აქციის მონაწილე ვლას ვაწაძე ამბობს, რომ იმედგაცრუებულია კულტურის სამინისტროსგ მუშაობით, რადგან უწყება ვერ იცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მან მაგალითად მოიყვანა საყდრისის მაღარო. 

 

“ილუზია, რომელიც შეგვიქმნა კულტურის სამინისტრომ დასაწყისში, საპნის ბუშტივით გასკდა. ადამიანები, რომელბიც აქ სხედან და ხელს უწყობენ კულტურული მემკვიდროების ძეგლების დანგრევას, მათი კარიერა ისევე გასკდება, როგორც ეს საპნის ბუშტი”, – ამბობს ვაწაძე.

 

აქციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა იყოს მდრგადი სამინისტრო, ემსახურებოდეს საქართველოს კულტურას, ხელს უწყობდეს მის შემდგომ განვითარებას და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, პოპულარიზაციას, და არ უნდა დაემსგავსოს საპნის ბუშტს, რომელსაც სხვა მართავს.

საპნის ბუშტების აქცია კულტურის სამინისტროსთან. 25/06/2014
საპნის ბუშტების აქცია კულტურის სამინისტროსთან. 25/06/2014

მასალების გადაბეჭდვის წესი