ხელოვნება

ოდიშარიას კულტურის მნიშვნელობა მისი ლექსების საჯარო წაკითხვით შეახსენეს [video]

11 ივნისი, 2014 • • 1105
ოდიშარიას კულტურის მნიშვნელობა მისი ლექსების საჯარო წაკითხვით შეახსენეს [video]

აქციის მონაწილე ლალი პერტენავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ აქციის გამართვის ადგილად ეკონომიკის სამინისტრო შეირჩა, რადგან სამინისტროს სპეციალისტების მიერ შემუშავებულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში კულტურა ნახსენები არ არის, რაც ცხადჰყოფს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ჯეროვან ყურადღებას არ უთმობს კულტურას. 

 

რაც შეეხება გურამ ოდიშარიას ლექსების კითხვას, აქციის მონაწილეების განმარტებით, ამ გზით მათ გურამ ოდიშარიას შეახსენეს მისი ვალდებულება, რომ უფრო აქტიურად დაიცვას კულტურის სფეროს პრიორიტეტები. 

 

სოფო კილასონიამ გვითხრა, რომ საყდრისის არქეოლოგიური ობიექტთან დაკავშირებით კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას შეხვდა. მისი თქმით, მინისტრისგან ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი ვერ მიიღო და ის დამოკიდებულია სამთავრობო გადაწყვეტილბაზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი