ხელოვნება

7 ივნისს ქუთაისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

5 ივნისი, 2014 • • 1399
7 ივნისს ქუთაისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

როგორც მერიაში აცხადებენ, ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს კულტურული ღონისძიებებისა და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციას რეგიონალური მასშტაბით.


ფესტივალში მონაწილეობენ ელექტრონული მუსიკის გერმანელი, ინგლისელი და ქართველი არტისტები: FUNCTION, TOBIAS, 3SULI, VONDELPARK, SLOW HANDS, GACHA, COBERT, ZURKIN, RHYTHMONA, WALLD, ZAPA. 

 

“ელექტრონული მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. გვინდა ეს ფესტივალი არ იყოს ერთჯერადი ხასიათის და ამ ქალაქს ჰქონდეს ერთი ფესტივალი, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი იქნება. ზაფხული ძალიან აქტიური პერიოდია და ხშირად გამოითქმის წუხილი, რომ ახალგაზრდებს გართობის და დასვენების შესაძლებლობა არ აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი სამსახური ცდილობს ეს პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაჭრას,  ამისთვის საინტერესო პროექტებს ვამზადებთ. ამ ყველაფერს ვიწყებთ ელექტრონული მუსიკის ფესტივალით, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა. დასწრება თავისუფალია. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება,” – ამბობს ვანო ბუხაიძე, ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

 

მისივე თქმით, მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც ერთ-ერთმა კომპანიამ გაიმარჯვა და ის უზრნველყოფს ფესტივალის ორგანიზებას და გამართვას:


“კითხვის ნიშნები რომ არ გაჩენილიყო, გამოვაცხადეთ ტენდერი. დაახლოებით  94 ათასლარიანი ტენდერი იყო, რომელშიც გაიმარჯვა ერთ-ერთმა კომპანიამ და ის უზრუნველყოფს ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხებს.” 

 

ფესტივალს ორგანიზებას უწევს სტუდია „MILKY WAY“  და ივენთ მენეჯმენტ კომპანია “INPUT”. ფესტივალის გენერალური სპონსორია ლუდი “არგო”, ხოლო საინფორმაციო მხარდაჭერას ტელეკომპანია “რუსთავი 2” და რადიო “ფორტუნა +” უზრუნველყოფს.

 

ფესტივალზე ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან ვარციხის მიმართულებით ყოველ ნახევარ საათში ერთხელ დაინიშნება ავტობუსები, რომლით სარგებლობა იქნება უფასო.


თბილისიდან ფესტივალზე მოსახვედრად გამოიყოფა სპეციალური ავტობუსი. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაირონ საიტზე  “www.kemf.ge”. მგაზვრობის ღირებულება იქნება 5 ლარი (1 გზა). ავტობუსი რესპუბლიკის მოედნიდან 7 ივნისს, 13.00-ზე გავა. ქუთაისიდან თბილისისკენ კი 8 ივნისს (ფესტივალის მეორე დღეს), 15.00-ზე დაიძრება.

ქუთაისის მუსიკალური ფესტივალი
ქუთაისის მუსიკალური ფესტივალი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი