ხელოვნება

რას სთავაზობენ მკითხველს გამომცემლობები და მაღაზიები XVI წიგნის ფესტივალზე [VIDEO]

29 მაისი, 2014 • • 1272
რას სთავაზობენ მკითხველს გამომცემლობები და მაღაზიები XVI წიგნის ფესტივალზე [VIDEO]

ფესტივალზე წარმოდგენილი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები მკითხველს 10%–დან 95%–მდე ფასდაკლებებს სთავაზობენ. განსაკუთრებული ფასდაკლებებია საბავშვო ლიტერატურაზე. 

 

ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები ქართველ და უცხოელ მწერლებთან. დღეს, გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის რომანის “ჟუჟა” ქართულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც თავად მწერალიც დაესწრო. ნინო ხარატიშვილი სპეციალურად წიგნის პრეზენტაციისთვის გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩამოვიდა საქართველოში.

 

ფესტივალი მკითხველებისთვის 11:00 საათიდან 20:00 საათამდე ღიაა და 1 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი