ხელოვნება

RMG კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საყდრისში მონიტორინგის გეგმის დამტკიცებას სთხოვს

29 მაისი, 2014 •
RMG კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საყდრისში მონიტორინგის გეგმის დამტკიცებას სთხოვს

კომპანიის დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეულიმა ექსპერტებმა საყდრისში სიტუაციის გაცნობის შემდეგ სააგენტოს წარუდგინეს შუალედური რეკომენდაციები საყდრისის საბადოს ათვისების სამუშაოების მონიტორინგთან დაკავშირებით.

 

RMG Gold
RMG Gold

RMG მოელის, რომ უახლოეს დროში სააგენტო მიიღებს საბოლოო რეკომენდაციებს, რომელთა საფუძველზე დადგინდება კომპანიის მიერ საყდრისის საბადოს ათვისების სამუშაოების მონიტორინგის მიმართულებები, პარამეტრები და შედგება მონიტორინგის გეგმა, რომლის საფუძველზეც შემდგომში განხორციელდება სამუშაოების არქეოლოგიური ზედამხედველობა და მონიტორინგი.

 

RMG Gold  აცხადებს, რომ კომპანიას გააჩნია საყდრისის წიაღისეული რესურსების ათვისების  საკანონმდებლო უფლება, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს იკავებს სრულმასშტაბიანი სამუშაოების განხორციელებისაგან მონიტორინგის გეგმის საბოლოოდ დადგენამდე.

 

RMG Gold წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც საყდრისი ყაჩაღიანის უბანზე ვერ მოიპოვებს წიაღისეულს, რადგან ამ ტერიტორიაზე არსებობს საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი, რომელსაც 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ზეგლის სტატუსი იცავდა, როგორც უძველეს ოქროს მაღაროს. 

 

მწვანე მუშტის მიერ გავრცელებული ფოტოები საყდრისიდან
მწვანე მუშტის მიერ გავრცელებული ფოტოები საყდრისიდან

კულტურის სამინისტრომ საყდრისის მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შემდეგ 2014 წლის მარტში RMG-ის მისცა წიაღისეულის მოპოვების ნებართვა. თუმცა მოქალაქეების ნაწილის წინააღმდეგობისა და აქციების ფონზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ საერთაშორისო ექსპერტები მიწვია, რომლებმაც 2014 წლის მაისის დასაწყისში შეისწავლეს სიტუაცია საყდრისში. 

 

ექსპერტების დაკვნით, საყდრისსი უძველესი მაღაროს არსებობა დადასტურდა, ხოლო იგი ოქროსი იყო თუ სპილენძის, ეს საკითხი ექსპერტებს არ გამოუკვლევიათ. მათი თქმით. ამას დამატებითი შესწავლა სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი