ხელოვნება

მთავრობის ადმინისტრაციასთან კულტურის სამინისტროს უნდობლობას გამოუცხადებენ

16 მაისი, 2014 •
მთავრობის ადმინისტრაციასთან კულტურის სამინისტროს უნდობლობას გამოუცხადებენ

ხელოვნებათმცდონე ლალი პერტენავა ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ალბრეხტ იოჰენხოველისა და ვენელინ ჟელევ ჟელევის დაკვნის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. მისი თქმით, სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ საყდრისი არის უძველესი ოქროს მაღარო, ხოლო სააგენტო დასკვნის არასწორ ინტეპრეტაციას იძლევა. 

 

“დასკვნაში წერია, რომ საყდრისში არის უძველესი ოქროს მაღარო, რომ საჭიროებს არქეოლოგიურ შესწავლას. ეკონომიკურად მძიმე პირობები რომ არის, კომპანიამ უნდა გააგრძელოს საყდრისში მუშაობა, მაგრამ საყდრისი არის დიდი ტერიტორია და ამ მუშაობის მიუხედავად არქეოლოგიური ობიექტი უნდა გადარჩეს. ეს უწერიათ სპეციალისტებს”,- ამბობს პერტენავა. 

 

მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია

კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გუშინ განაცხადა, რომ ექსპერტების რეკომენდაციით და მხარეებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქართულ-გერმანული ექსპედიციის უშუალო მონაწილეობით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით და კომპანია RMG gold -ის ხელშეწყობით, განხორციელდება ის აუცილებელი სამეცნიერო ქმედებები, რომელიც ხელს შეუწყობს საყდრისის საკითხის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით გადაწყვეტას.

 

სააგენტო აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს, სათანადოდ დაფასდეს საყდრისის სამეცნიერო მიგნებები თუ მონაპოვარი, რომელიც სრულფასოვნად წარმოჩნდება ქვემო ქართლის, კერძოდ, ბოლნისის თანამედროვე ტიპის არქეოლოგიურ მუზეუმში. 

 

მწვანე მუშტის მიერ გავრცელებული ფოტოები საყდრისიდან
მწვანე მუშტის მიერ გავრცელებული ფოტოები საყდრისიდან

“დარწმუნებული ვარ, ეს არის საუკეთესო გზა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და პრაქტიკას. ეს საშუალებას გვაძლევს შენარჩუნდეს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და არ დაზარალდეს სახელმწიფოს განვითარებისთვის სტრატეგიული, სოციალურ-ეკონომიკური სფეროები”,- განაცხადა ანთიძემ. 

 

პრესკონფერენციის შემდეგ აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრის სახელზე გააგზავნიან პეტიციას, რომლის მიხედვითაც ისინი უნდობლობას უცხადებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ შეცვალოს პოლიტიკა ძეგლთა დაცვის საკითხების მიმართ. 

 

საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოეხსნა. აღნიშნულ ტერიტორიქზე RMG Gold ოქროს მოიპოვებს, ხოლო მიწის სამშეობის გაგრძელება ობიექტის გაუქმებას გულისხმობს. მოქალაქეთა ჯგუფი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი