ხელოვნება

“ქუთაისქალაქობა 2014” – დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა

2 მაისი, 2014 • • 1666
“ქუთაისქალაქობა 2014” – დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა

11:00 – მეუფე კალისტრატე ქალაქს დალოცავს;

 

12:00 – ქუთაისის მერიაში დიპლომატიურ კორპუსს მიიღებენ;

 

13:00 – სამი ოთარის ძეგლის პატივისგება მოხდება;

 

13:00-დან 19-საათამდე – მოეწყობა საჩვენებელი პროგრამები;

 

14:00-დან 16:00 საათამდე – ქუთაისქალაქობა აღინიშნება მუხნარის ტყეში;

 

14:00-დან 16:00 საათამდე – მოეწყობა “სთრონგმენების” საჩვენებელი გამოსვლა;

 

14:00-დან 17:00 საათამდე – გაიმართება ველო მარათონი;

 

14:00-დან 18:30 საათამდე – ქალაქის ცენტრში გაიამრთება თეატრალიზებული მსვლელობა;

 

14:00სთ-დან დღის ბოლომდე – ყვავილებს გამოფენენ “მონ პლაზირის” თაღთან, ხოლო ამავე პერიოდში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ხელნაკეთი აქსესუარები გამოიფინება; 

 

14:00 – ანჯაფარიძის სკვერთან  გაიხსნება ფოტოგამოფენა “ქუთაისი ფოტოგრაფების თვალით”;

 

16:15– გაიმართება ჯომარდობა;

 

14:00 – 18:00 – ღვინის ფესტივალი;

 

14:00 – სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება ქუთაისის არქეოლოგიური კვლევისადმი მიძღვნილი გამოფენა;

 

16:40 – მოხდება პირველი სკოლის მუზეუმის პროექტის პრეზენტაცია;

 

18:00 – ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება საკალათბურთო მატჩი;

 

16:00-საათიდან 19:00 საათამდე – გამოფენა პერფორმანსი: ქუთაისური სალონური ცხოვრება;

 

15:30 – ი. ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენენ იშვიათ გამოცემებს;

 

16:00 – ოპერის თეატრთან გაიმართება ნიღბების თეატრის წარმოდგენა;

 

15:30-დან 19:00 საათამდე – ქალაქის ძველ უბანში გაიმართება კონცერტი. მონაწილეები: ჯგუფი „სამიზნე“, მიმი ჯავახიშვილი, მარიტა როხვაძე, „ოჩოს ქოხი“.

 

19:00-დან 20:30 საათამდე –  კონცერტი გაიმართება მესხიშვილის თეატრში;

 

20:00-დან 23:00 საათამდე – ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლი „ქუთაისი“ და  ჯგუფი „ფრანი“ მიიღებს.

 

21:00 – ლაზერული შოუ. 

 

აღნიშნული ღონისძიებებისთვის ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარია გამოყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.