კინოხელოვნება

კანის კინოფესტივალში ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონაწილეობს

16 აპრილი, 2014 • • 1584
კანის კინოფესტივალში ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონაწილეობს

კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილე ფილმების ნუსხა კანის კინოფესტივალის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. მათი რაოდენობა ათია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კანის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში საქართველოში შექმნილი ფილმი მონაწილეობს. 

 

შერჩეულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის ასევე პირველად, აზერბაიჯანული სურათი, რეჟისორ სერგეი ფიქალოვის 15-წუთიანი ფილმი “უკანასკნელი” მოხვდა. 

 

კანის კინოფესტივალის ჟიურიმ საკონკურსოდ 10 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეარჩია, რომელთა შორის არის ჯოვანი ალოის ფილმი “ჭუჭრუტანა”, რან ჰუანგის “დიდების ადმინისტრაცია” სატო მასიკოს, ოჰარა ტაკაიოშის, სეკი იუტაროს, ტოიოტა მასაიუკის, ჰირასე კენტარო “HAPPO-EN”, კოლუმბიისა და დიდი ბრიტანეთის კოპროდუქცია “ლეიდი” (სიმონ მესა სოტო), კლემენ თრონ-ლალანის “აიშა”, ლაურა ვანდელის “უცხო სხეულები”, ჰალვარ ვიცოს “დიახ, ჩვენ გვიყვარს” და პეტრა სოჩის ფილმი “დასჯა”.

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში წელს 3 450 ფილმია წარდგენილი მსოფლიოს 128 ქვეყნიდან. გამარჯვებული ფილმების დაჯილდოება 24 მაისს გაიმართება. რაც შეეხება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსს, მასში მონაწილე ფილმები ხვალ, 17 აპრილს გახდება ცნობილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი