ხელოვნება

“სოკომორო” და “სანტა ესპერანსა” საბავშვო წიგნის დღეს აღნიშნავს

2 აპრილი, 2014 • • 2125
“სოკომორო” და “სანტა ესპერანსა”  საბავშვო წიგნის დღეს აღნიშნავს

დღეს, 14:00 საათზე წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ და სახელოსნო „სოკომორო“ აწყობს საბავშვო წიგნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას- „გააცოცხლე ზღაპრის გმირი“.

 

დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება: კითხვის საათი – პატარა მსმენელებს წავუკითხვენ ჰანს-ქრისტიან ანდერსენის ზღაპარს, ხატვის საათი – ბავშვები წაკითხული ზღაპრიდან ამოარჩევენ მათთვის სასურველ გმირს და თავიანთი ფანტაზიით დახატავენ.

 

ნახატების კედელი- თითოეული მონაწილე თავის ნამუშევარს დაკიდებს „სანტა ესპერანსას“ ნახატების კედელზე, რომელიც საბავშვო წიგნის თვის აქციის დასრულებამდე იქნება გამოფენილი.

 

კონკურსი – ნახატების ფოტოები აიტვირთება „სანტა ესპერანსას“ ფეისბუქის გვერდზე, სადაც მომხმარებლებს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ ხმის მიცემა. პატარა „მხატვრის“ მიერ დახატულ, გამარჯვებულ ნახატს „გააცოცხლებს“ „სოკომორო“ და შექმნის ნამდვილ სათამაშო-გმირს, რომელიც ნამუშევართან ერთად წიგნის მაღაზიაში განთავსდება.

 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და წიგნების მაღაზია „სანტა ესპერანსა“ ნებისმიერ მსურველ პატარა მკითხველს უმასპინძლებს. ყველა მონაწილეს „სოკომოროს“ სახელოსნო და „სანტა ესპერანსა“ სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

 

2 აპრილი დანიელი მწერლის ჰანს-ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეა. საბავშვო წიგნის დღეს 1967 წლიდან “საერთაშორისო საბჭო- წიგნები ახალგაზრდებისთვის” აღნიშნავს.

 

“სოკომორო” სახელოსნოა საქართველოში, რომელიც ამზადებს ხელნაკეთ სათამაშოებს ბავშვის ნახატის მიხედვით. სახელოსნოს საქმიანობის უმთავრესი ამოცანაა, მშობლებისა და უფროსების დახმარებით, მხარი დაუჭიროს ბავშვების შემოქმედებით ინიციატივას და მათი ფანტაზია ნამდვილ სათამაშოდ აქციოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი