კულტურის დღეები ნიუ იორკში მოიცავს ქვეყნის კულტურის მცირე ნაწილის წარმოჩენას, კერძოდ, ქართული მხატვრობის, ქანდაკების გამოფენას და ქართული წიგნის ხელნაკეთი ნიმუშების წარდგენას. საქართველოს პავილიონს ორგანიზებას გაუწევს გამომცემლობა „მინიატურა“.
ექსპოზე წარმოდგენილი იქნება ყველა თაობის ქართველი მხატვარი, მათ შორის, ზურაბ ნიჟარაძე, ბესო არბოლიშვილი, ოთარ იმერლიშვილი, შალვა მატუაშვილი, რეზო ადამია, გიორგი ლაღიძე, ლაშა, ჯემალ და გიორგი კუხალაშვილები და სხვა ხელოვანები.

Art Expo New York წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არტ ბაზრობას, რომელიც 35 წელზე მეტია იმართება. გარდა ჯგუფური ექსპოზიციებისა ბაზრობა ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნიდან 400-ზე მეტ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
არტ ექსპოზე მონაწილეობს 500-ზე მეტი გალერეა, 150 მუზეუმი. დამთვალიერებელთა რაოდენობა ასეულობით ათასს აღემატება. ექსპოს ორგანიზატორია მსოფლიო მედიალიდერი Redwood Media Group (აშშ).