ხელოვნება

თბილისში ორჰან ფამუქი ჩამოდის

4 მარტი, 2014 • • 1389
თბილისში ორჰან ფამუქი ჩამოდის

თავისუფალი უნვერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, დათო გორგილაძის თქმით, ორჰან ფამუქი თბილისში 12 მარტს საჯარო ლექციას თავისუფალი უნივერსიტეტის დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში წაიკითხავს. 

 

თავისუფალ უნივერსიტეტში ტარდება თანამედროვე ლიტერატურის კვირეული, რომელიც ორჰან ჰამუქის საჯარო ლექციით დასრულდება. საჯარო ლექციაზე მხოლოდ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს შეეძლებათ დასწრება. თუმცა უნივერსიტეტის ვებგვერდზე იქნება ლაივსტრიმი და საჯარო ლექციის მოსმენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 

 

სტუმრობის მეორე დღეს, 13 მარტს, მწერალთან შეხვედრას უფრო ფართო საზოგადოება შეძლებს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, რომლის ორგანიზატორი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაა. ამ შეხვედრაზეც დასწრება მოსაწვვებით იქნება შესაძლებელი. მოსაწვევს მკითხველი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვებგვერდის საშუალებით მიიღებს. 

 

ორჰან ფამუქი თბილისს 14 მარტს დატოვებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი