ბრიუსელის ხელოვნების ცენტრის საიტზე აღნიშნულია, რომ ევრიპიდეს “ტროელი ქალები” დათა თავაძემ აქცია ქალების ტრაგედიად, რომელთაც 1990-იანი წლების ომის გამოცდილებით ცხოვრობენ. სპექტაკლის მიზანია, რომ ქალების ხმა, რომელიც დაკარგული იყო ომის პერიოდში, კვლავ გაისმას.
“ტროელი ქალების” პრემიერა 2013 წლის აპრილში სამეფო უბნის თეატრში შედგა. რეჟისორი დათა თავაძეა, დრამატურგი- დათო გაბუნია, კომპოზიტორი – ნიკა ფასური. როლებში: კატო კალატოზიშვილი, ნატო კახიძე, სალომე მაისაშვილი, მაგდა ლებანიძე, ქეთა შათირიშვილი.







