ხელოვნება

ოდიშარია: კანონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცვლილება აღარ შევა

22 იანვარი, 2014 • • 949
ოდიშარია: კანონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ცვლილება აღარ შევა

“საზოგადოებამ, რომელიც მას იხილავდა, რამდენიმე მრგვალი მაგიდა მოვიწვიეთ სამინისტროში, რომელიც ამ თემებს იხილავდა. მათ მიიჩნიეს, რომ ეს კანონი არ არის დახვეწილი. კანონები გვაკლია ჩვენ, ამაზე ცალკე უნდა ვიმუშაოთ. ამიტომაც სამი დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა მითხრა, რომ მოთხოვნა არის [პარლამენტიდან] გამოტანილი”,- უთხრა ნეტგაზეთს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებთან შეხვედრის დროს. 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებდა “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” კანონის მე-17 მუხლში ცვლილების შეტანას. 

 

შეთავაზებული ცვლილების მიხედვით, რომელსაც საზოგადოების ნაწილის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოყვა, კანონში უნდა ჩამატებულიყო პირობა- „განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას“, მთავრობის დადგენილებითა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, ობიექტს ჩამოერთმევა კულტურის მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

 

საკანონმდებლო ინიციატივას დაუპირისპირდნენ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ორგანიზაციები. “ICOMOS საქართველომ” ინიცირებული ცვლილება კულტურული მემკვიდროების დაცვის გაუქმებად მიიჩნია

 

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის 26 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არსებული რედაქციით საკანონმდებლო განხილვები შეჩერებული იყო. კულტურის მინისტრის დღევანდელი განცხადებით კი, აღნიშნული ცვლილება პარლამენტიდან გამოითხოვეს. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი