მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მეთიუ მაკკონაჰის გადაეცა ფილმში “Dallas Buyers Club” . აღნიშნულ ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვნენ ფორესტ ვიტაკერი, ტომ ჰენკსი, ჩივეტელ ეჯიოფორი და ბრიუს დერნი.
ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო კეიტ ბლანშეტმა მიიღო ფილმისთვის “Blue Jasmine”. ჯილდოზე ნომინირებული იყვნენ ჯუდი დენჩი, მერილ სტრიპი, ემა ტომპსონი და სანდრა ბულოკი.
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ჯარედ ლეტოს ხვდა “Dallas Buyers Club”–ში. ლეტოს გარდა პრიზის პრეტენდენტები მაიკლ ფასბენდერი, ბაქჰარდ აბდი, დანიელ ბრული და ჯეიმს განდოლფინი იყვნენ.
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ლუპიტა ნიონგოს გადასცეს ფილმისთვის 12 Years a Slave”. ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვენ მსახიობები ჯენიფერ ლოურენსი, ჯულია რობერსი, ჯუნ სქვიბი და ოპრა უინფრი.
სატელევიზიო ფილმში ქალის საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის ჯილდო ჰელენ მირენს გადაეცა (Phil Spector), ხოლო მამაკაცის საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის ჯილდო მაიკლ დუგლასმა მიიღო (Behind the Candelabra).
მხატვრულ ფილმში საუკეთესო მსახიობთა ანსაბლის ჯილდო კი ფილმმა “American Hustle” მიიღო. ამ კატეგორიაში წარდგენილი იყო შემდეგი ფილმები: “12 Years a Slave”, “Dallas Buyers Club”, “Ausgust: Osage County” და “Lee Daniels’ The Butler”.
მსახიობთა გილდია ჯილდოს 13 ნომინაციაში გასცემს. ყველა ნომინაცია მსახიობთა სამსახიობო ოსტატობასთანაა დაკავშირებული. გილდია მასში შემავალ მსახიობებს აჯილდოვებს, აღნიშნული ცერემონიალი 1995 წლიდან იმართება.