ხელოვნება

RMG Gold: საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი არ დაზიანებულა

14 იანვარი, 2014 • • 1273
RMG Gold: საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი არ დაზიანებულა

საყდრისის ტერიტორიაზე წიაღისეულის მომპოევებელი კომანია ამბობს, რომ გავრცელებულ ფოტოზე ნაჩვენები აბულმუგის ტერიტორაზე განთავსებული გამოსატუტი აუზები დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტიდან და მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

“მოიგვაჩნია, რომ „მწვანე მუშტის“ მიერ გავრცელებული ფოტომასალა და ინფორმაცია კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება”,- აცხადებს კომპანია. 

 

კომპანია აცხადებს, რომ აბულმუგის ტერიტორიაზე აშენებულია აუზების მხოლოდ საფუძველი და  ჯერ  არ ფუნქციონირებს, შვიდივე აუზი აბსოლურუტად ლეგალურად, კომპანიის მიერ გამოსყიდულ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზეა განთავსებული.

RMG Gold-ის მტკიცებით, ტერიტორიის წინასწარი არქეოლოგიური შესწავლა ჩატარებულია და მასალები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილია. 

 

13 იანვარს სტუდენტურმა მოძრაობამ “მწვანე მუშტი” გაასაჯაროვა ფოტოები, რომლებზეც, მათი მტკიცებით, ასახულია საყდრისის დაზიანებული ობიექტი და სამთამადნო კომპანიის მიერ აშენებული გამოსაუტუტი მოედნები, რომლებიც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს მიმდებარე ტერიტორიას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი