ხელოვნება

ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი

25 დეკემბერი, 2013 •
ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა იხილოს სხადასხვა წლებში მრავალი ცნობილი მხატვრისა და მკვლევარის მიერ განადგურებას გადარჩენილი მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები: X-XVII სს. ფრესკების დედნები და ასლები, V-VI სს. ბიჭვინთის მოზაიკა, მონუმენტური მხატვრობის ფრაგმენტების შემცირებული ასლები და სხვა.

 

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ქართული ფრესკის კოლექცია ბევრ ისეთ ნიმუშს ინახავს, რომელთაც ორიგინალის დაღუპვის, ძლიერი ცვლილების ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიუწვდომლობის გამო დედნების მნიშვნელობა მიენიჭა.

 

შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის შესწავლისა და გადარჩენის ასწლოვან ისტორიას საფუძველი ექვთიმე თაყაიშვილმა ჩაუყარა. მისი თაოსნობით XX საუკუნის დასაწყისიდან შეიქმნა ქართული ფრესკის ასლების პირველი კოლექცია, რომელსაც წლების განმავლობაში ასრულებდნენ სხვადასხვა თაობის მხატვრები, მათ შორის: დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, მოსე და ირაკლი თოიძეები, გიორგი ერისთავი, მიხეილ ჭიაურელი, შალვა ქიქოძე და დიმიტრი შევარდნაძე.

 

გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 2014 წლის 24 მარტამდე გასტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი