ხელოვნება

თბილისს “თოვლის ბაბუა” და “სანტა კლაუსები” ესტუმრებიან

24 დეკემბერი, 2013 •
თბილისს “თოვლის ბაბუა” და “სანტა კლაუსები” ესტუმრებიან

“რუსთაველის  გამზირზე შეკრებილი ბავშვები არნახული სასწაულის მომსწრენი გახდებიან, მათ წინაშე ზღაპრული სამყაროდან საყვარელი გმირები გაცოცხლდებიან, რომლებიც სადღესასწაულოდ მორთული მარხილით სანტა-კლაუსებსა და თოვლის ბაბუას მოიწვევენ,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

სანტა კლაუსები და თოვლის ბაბუა მოზარდებს დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ, მათთან ერთად საშობაო ნაძვის ხეს აანთებენ და საჩუქრებს დაურიგებენ.

 

შოუ-პროგრამის დასრულების შემდეგ სანტა კლაუსები პარლამენტის ეზოში განთავსებულ  სადღესასწაულოდ მორთულ ავტობუსებში ჩასხდებიან, ვარდების რევოლუციის მოედნის მიმართულებით დაიძრებიან და მთელ თბილისს შემოივლიან.  

 

საახალწლო შოუ-პროგრამა 26 დეკემბრიდან, 2 დღის განმავლობაში რეგიონებში გაიმართება. საქართველოს 64 რეგიონს 700-მდე სანტა-კლაუსი ეწვევა.

 

კულტურის სამინისტრომ საახალწლოდ სანტას 500 ფორმა შეიძინა, რისთვისაც 12 500 ლარი გამოიყო, 

მასალების გადაბეჭდვის წესი