კინოხელოვნება

“გრძელი ნათელი დღეები” ოსკარზე წარსადგენ შორთ ლისტში ვერ მოხვდა

20 დეკემბერი, 2013 •
“გრძელი ნათელი დღეები”  ოსკარზე წარსადგენ შორთ ლისტში ვერ მოხვდა

უცხოენოვანი ფილმების შორთ ლისთი, რომელიც კინოაკადემიამ დღეს გამოაქვეყნა, ასე გამოიყურება:

 

“The Broken Circle Breakdown,” ბელგია

“An Episode in the Life of an Iron Picker,” ბოსნია და ჰერცეგოვინა

“The Missing Picture,” კამბოჯა

“The Hunt,” დანია

“Two Lives,” გერმანია

“The Grandmaster,”ჰონგკონგი

“The Notebook,” უნგრეთი

“The Great Beauty,” იტალია

“Omar,” პალესტინა.

 

კინოაკადემია უცხოენოვნი ფილმის კატეგორიაში ნომინანტების შერჩევის პროცესს ორ ეტაპად ყოფს, აღნიშნული შორთ ლისთიდან საბოლოოდ  მხოლოდ 5 ფილმი შეირჩევა. 

 

შეგახსენებთ, რომ ოსკარის დაჯილდოვების 86-ე ცერემონიალზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად საქართველოდან გაგზავნილი იყო ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი “გრძელი ნათელი დღეები” (In Bloom), თუმცა ფილმი შორთლისთში ვერ მოხვდა. ფილმი”გრძელი ნათელი დღეები” არაერთი კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, იგი ბერლინის კინოფესტივალის ფორუმის პრიზის მფლობელია.

 

ფილმი ორი გოგონას ოსტორიას მოგვითხრობს, რომელიც 90-იანი წლების თბილისის ფონზე ვითარდება. ფილმზე ცნობილი რუმინელი ოპერატორი ოლეგ მუტუ მუშაობდა. („გორაკებს მიღმა“, „4თვე, 3კვირა, 2დღე“).

 

წლევანდელი ოსკარის ნომინანტების სია 16 იანვარს გამოქვეყნდება, ხოლო თავად დაჯილდოვების ცერემონიალი 2 მარტს დოლბის თეატრში გაიმართება 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი