პირველი ადგილის მფლობელი ნათია როსტიაშვილი 3 ათასი ლარით დაჯილდოვდა, მეორე ადგილის მფლობელი ტარიელ ნამორაძე – 2 ათასი ლარით, მესამე ადგილზე გასულ რუსუდან რუხაძეს კი ათასი ლარი გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონია 6 საათზე დაიწყო და მას მწერალთა სახლი მასპინძლობდა.
ფინასლისტების გარდა საკუთარი რჩეული ავტორები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოავლინა, რომელიც კონკურსის მხარდამჭერია.
“კულტურის სამინისტროს წილად ხვდა პატივი, წვლილი შეეტანა ლიტარატურული პრემია “წეროს” აღდგენაში. სამინისტომ საკუთარი ფავორიტები გამოავლინა. ისინი არიან ბაჩო კვირტია, ლია ლიქოკელი და ნათია როსტიაშვილი. ჩვენი სახელით მათ გადაეცათ მადლობის სიგელები და სამინისტროს წიგნების ახალი გამოცემები”, – განაცხადა სამინისტროს წიგნისა და ლიტერატურის პროგრამის ხელმძღვანელმა დეა მეტრევლმა. ლია ლიქოკელი ასევე ჟიურის რჩეული გახდა.
რჩეული გამოავლინა წიგნის მაღაზიამ “სანტა ესპერანსა”- მესამე ადგილზე გასულ რუსუდან რუხაძეს მაღაზიის ასლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცა.
ლიტერატურულ პრემია “წეროში” მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. კონკურსის მონაწილეებს lit.ge-ს საიტზე შეეძლოთ დარეგისტრირება. გაგზავნილი საკონკურსო ნაწარმოებებიდან ჟიურიმ 15 შეარჩია. გამარჯვებული სამი ნაწარმოები კი მკითხველება ფარული მხარდაჭერით გამოავლინეს.