ხელოვნება

2014 – წიგნიერების წელი საქართველოში

21 ნოემბერი, 2013 • • 1247
2014 – წიგნიერების წელი საქართველოში

საჯარო ბიბილიოთეკაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამომცემლობის დირექტორი თამარ ლებანიძე განმარტავს, რომ ამ ინიციატივას ბრძანების გამოცემა ან ნორმატიული აქტი არ სჭირდება. 

 

“ფორმალურად არანაირი კონკრეტული ბრძანებულების გამოცემა არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სახელდება, რომ 2014 წელის არის წიგნიერების წელი საქართველოში. აქცენტი უნდა გადავიტანოთ კულტურასა და განათლებაზე. ეს არის მცდელობა აქცენტის შეცვლის, წიგნიერების მიმართულების ფოკუსის გადაადგილებით,”- თქვა თამარ ლებანიძემ. 

 

ლებანიძის თქმით, კვლევები ცხადჰყოფენ, რომ წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალ მაჩვენებლს უტოლდება. სწორედ ამ გარემოებამ გადააწყვეტინა გამომცემლობას პროექტი დაეწყო. 

 

გამომცემლობამ პეტიცია შექმნა 2014 წლის წიგნიერების წლად გამოცხადების მოთხოვნით, რომელზეც ყველას შეუძლია ხელი მოაწეროს. ხელმწორები 2013 წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

 

ლებანიძე ამბობს, რომ ამ გზით სურს მიმართოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ ამ კუთხით ყურადღება უფრო მეტად გამახვილდეს. 

 

ორგანიზატორები საქართველოს რეგიონებშიც გეგმავენ პროექტის განხორციელებას. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის საშუალებით, რომლის წევრიც არის საქართველოს მასშტაბით მოქმედი ბიბლიოთეკები, პროექტი საქართველოს რეგიონებშიც გავრცელდება. 

 

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 23 აპრილს, წიგნის დღეს აპირებს ფლეშმობების კონკურსი გამოაცხადოს, ასევე ჩატარდეს კალიგრაფიის ფესტივალი. ორგანიზატორები ამბობენ, რომ დაწყებული პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.

 

“ეს არის ტიპური ნიმუში საზოგადოებრივი აქტივობისა, რომელსაც ქართული საზოგადოება მიჩვეული არ არის. ჩვენ უნდა გავიაზროთ რაოდენ მნიშნელოვანია ინიციატივა ქვემოდან და როგორი მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებების შესრულება შეუძლიათ,”- განუცხადა “ნეტგაზეთს” თამარ ლებანიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი