ქართული კულტურის დღეები 7 ნოემბერს, საღამოს საფორტეპიანო ტრიოს „სემპრე“ კონცერტით გაიხსნა. ლიტვის ეროვნული ფილარმონიული საზოგადოების მცირე დაბაზში თამარ ლიჩელმა (ფორტეპიანო), ლელა მჭედლიძემ (ვიოლინო) და ჰაიკ ბაბაიანმა (ჩელო) დაუკრეს.
“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებები კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ მჭიდრო კულტურულ და პოლიტიკურ კავშირებს,”- ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
კულტურულ პროგრამაში წარმოდგენილი არიან ქართველი მუსიკოსები, მხატვრები, კინოხელოვანები. შედგება თვითნასწავლი ფოტოგრაფის, შალვა ალხანაიძის ნამუშევრების გამოფენა. გაიმართება საქართველო – ესტონეთის ერთობლივი ნამუშევრის, “მანდარინები“ და სხვა ქართული ფილმების ჩვენება.
ლიტვის ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა ძვ. წ. I ათასწლეულის ვერცხლისა და ბრინჯაოს ექსპონატების ექსპოზიცია ქართული კულტურული მემკვიდრეობის საგანძურიდან.